მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო EU-სგან თავდაცვისთვის €13 მილიონს მიიღებს; უკრაინა - €31 მლნ-ს, მოლდოვა - €7 მილიონს

61a8cb7a05de8
შოთა ტყეშელაშვილი
02.12.21 17:27
2585
ევროპული საბჭოს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, EU ევროპის მშვიდობის მექანიზმის (EPF) ფარგლებში საქართველო, უკრაინა და მოლდოვა თავდაცვის სისტემების განმტკიცებისთვის დახმარებებს მიიღებენ.

კერძოდ, საქართველოსთვის -13 მილიონი ევრო, უკრაინისთვის - 31 მილიონი ევრო, მოლდოვისთვის კი 7 მილიონი არის გათვალისწინებული.

ინფორმაციის თანახმად, დახმარება იქნება არალეტალური აღჭურვულობა, რომელიც გაზრდის ამ ქვეყნების როგორც თავდაცვით მზაობას, ასევე გააუმჯობესებს მათ მედეგობას სხვადასხვა კრიზისული ვითარების მიმართ. მათ შორის გადმოსაცემი აღჭურვილობის ნაწილი საინჟინრო და სამედიცინო დანიშნულების იქნება.

თანხის ათვისება სამივე ქვეყნის შემთხვევაში 36 თვეზე ანუ სამ წელზე გადანაწილდება.

აღმოსავლეთ ევროპის სამი ქვეყნის გარდა, ევროპის მშვიდობის მექანიზმი დაეხმარება დასავლეთ აფრიკის ქვეყანა მალისაც, რომლისთვისაც 24 მილიონი ევროა გამიზნული. ამ თანხით მალის შეიარაღებული ძალების წვრთნა და აღჭურვა მოხდება.