2020 წელს პანდემიის პირველი ტალღის დროს საქართველომ პანდემიასთან ბრძოლისთვის, ახალი დახმარებების გასაცემად და ეკონომიკური კრიზისის შესარბილებლად თითქმის $2 მილიარდის ახალი საგარეო ვალი აიღო. შედეგად, ბიუჯეტის დეფიციტი რეკორდულ 9%-ზე გაიზარდა. ამჟამად პანდემიური კრიზისი ძირითადად დასრულებულად მიიჩნევა, თუმცა ქვეყანა ახალი კრიზისის წინაშე დადგა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა განაპირობა.
ჯერჯერობით ახალი კრიზისის ეკონომიკური გავლენა სრულად შეფასებული არაა, თუმცა წინასწარი შეფასებით, წელს ეკონომიკური ზრდა 2-2.5 პროცენტული პუნქტით შეიძლება შემცირდეს. შედეგად წელს მშპ-ის რეალური ზრდა 2-3%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
დღეს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს მთავრობას აღარ აქვს საკმარისი ფისკალური სივრცე, რათა დონორებისგან იმ მოცულობის დახმარება მოითხოვოს, რაც პანდემიის დასაწყისში მიიღო.
“კოვიდის დროს გვქონდა თავისუფალი სივრცე რომ სესხი აგვეღო, 60%-ზე(ვალის ფარდობა მშპ–სთან) ავედით ვალის მოცულობაზე. დღეს იმავე მოცულობის სესხის აღების შანსი აღარ გვაქვს. მეორე შოკი თუ იმავე მოცულობის აღმოჩნდა და დიდი იმედი მაქვს, რომ ასე არ იქნება, ჩვენ უკვე მსგავსი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა და მსგავსი ზომის კრედიტების აღების შესაძლებლობა აღარ გვექნება,”- განაცხადა ფინანსთა მინისტრმა გიორგი კაკაურიძემ.
2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8.1 მილიარდ დოლარს, ანუ 25.6 მილიარდ ლარს შეადგენს. კრედიტორთა შორის #1 ადგილზეა მსოფლიო ბანკი, რომლის მიმართაც საქართველოს 2.03 მილიარდი დოლარის სესხი აქვს. დღესვე მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის დაამტკიცა $109 მილიონიანი კრედიტი, რომლითაც კახეთის ჩქაროსნული მაგისტრალი უნდა აშენდეს.
ისეთ საფინანსო ინსტიტუტებს, როგორიცაა IMF-ი, EBRD და მსოფლიო ბანკი არ განუახლებიათ პროგნოზი, თუ როგორ იმოქმედებს რეგიონში არსებული ომი 2022 წლის საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება