12.იანვარი.2019 12:27
ეკონომიკა

საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა

საქართველო-ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა დასრულდა
11 იანვარს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოსა და ინდოეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონომიკური მიზანშეწონილობის ერთობლივი კვლევითი ჯგუფის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო ინდოეთის მხრიდან - ინდოეთის კომერციისა და მრეწველობის სამინისტროს დამატებითი მდივანი და ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელი ბიდიუტ ბეჰარი სვეინი.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა დოკუმენტს აღნიშნული კვლევის დასრულებასთან დაკავშირებით.

„კვლევამ აჩვენა, რომ ინდოეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას ექნება პოზიტიური ეფექტი მხარეების ეკონომიკურ კეთილდღეობაზე და ორმხრივ საქონლით ვაჭრობაზე, ასევე დადებით გავლენას იქონიებს მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობაზე, შექმნის ახალ შესაძლებლობებს ბიზნესისთვის“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის გენადი არველაძის განცხადებით, კვლევის მთავარი შედეგის მიხედვით, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება განხორციელებადი და ორმხრივად მომგებიანი იქნება.

ეს დასკვნა ეფუძნება საქონლით ვაჭრობის, მომსახურებით ვაჭრობის და ინვესტიციების პოტენციალის შეფასებას ორმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შემთხვევაში. ამასთან, აღნიშნული კვლევა იძლევა რეკომენდაციას მხარეებმა სავაჭრო მოლაპარაკების კომიტეტის შექმნის გზით დაიწყონ მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე.

“ჩვენ შევაჯერებთ კვლევის შედეგებს და მას შემდეგ, რაც ინდოეთისა და საქართველოს მთავრობები შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, დარწმუნებული ვარ, რომ მალევე დავიწყებთ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებაზე მუშაობას“, - განაცხადა თავის მხრივ ინდოეთის რესპუბლიკის ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ბიდიუტ ბეჰარი სვეინიმ.

„შესაბამისად, კვლევის დასკვნებისა და რეკომენდაციების საფუძველზე საქართველოს და ინდოეთის მხარეები შეთანხმდნენ, უმოკლეს ვადაში განახორციელონ შესაბამისი შიდა პროცედურები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების დაწყების მიზნით.

კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოს ინდოეთში ექსპორტის შესაძლო ზრდა განისაზღვრა ისეთ სასაქონლო პოზიციებზე, როგორიცაა მადნები, წიდა და ნაცარი, მეტალურგიული ნაწარმი, სამედიცინო პროდუქცია, ღვინო და სხვა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელები, გადამუშავებული სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ა.შ. ხოლო, ინდოეთიდან საქართველოში ექსპორტის ზრდა ნავარაუდებია შემდგომ პოზიციებზე: ცემენტი, მადნები, მინერალური საწვავი, პლასტმასის ნაწარმი, ელექტრომოწყობილობები და სხვა.

მომსახურებით ვაჭრობის მიმართულებით კვლევის მიხედვით, ურთიერთმომგებიანი სავაჭრო პოტენციალი არსებობს ბიზნეს და პროფესიონალური მომსახურების, ტელეკომუნიკაციების, კომპიუტერული, ტურიზმის, აუდიო-ვიზუალური და მომსახურების სხვა სექტორებში.

გარდა ამისა, ინვესტიციების სფეროში კვლევა გამოყოფს ინდოეთიდან საქართველოში ინვესტიციებისათვის მიმზიდველ პოტენციურ სექტორებს, მათ შორის ფერმერული მეურნეობის, ფარმაცევტულ, მეტალურგიის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტურიზმის, განათლებისა და ჯანდაცვის, აუდიო-ვიზუალურ, ენერგეტიკისა და გარემოსდაცვითი და სხვა სექტორებში. საქართველოდან ინდოეთში პოტენციურ საინვესტიციო სფეროებს წარმოადგენს ტურიზმის, განათლებისა და მეღვინეობის სექტორები“, - ნათქვამია პრესრელიზში.
ავტორი: თელარა გელანტია

19.ივნისი.2019 20:27
80

„პასუხისმგებლობა საკმაოდ მძიმდება“, - ილია წულაია კახა კალაძის ინიცატივას აფასებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 20:00
151

„მყიდველი არ კითხულობს რამდენად ჯდება ფართი K2 კოეფიციენტში ანუ ძალაუნებურად ტყუვდება“

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:35
127

გიორგი ჩოგოვაძე: თუ ბათუმში ახალი აეროპორტის აშენება საჭირო გახდება, ავაშენებთ

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:27
135

რა აფერხებს მეწარმეობის განვითარებას - სახელმწიფო მდივანი 3 მიზეზს ასახელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:10
115

ბიტკოინის ფასი რეკორდულ ზრდას განაგრძობს

ვრცლად
19.ივნისი.2019 19:00
104

გენადი არველაძე: ევროკავშირთან ექსპორტის 22%-იანი ზრდა ადასტურებს, რომ DCFTA წარმატებით მუშაობს

ვრცლად