08.თებერვალი.2016 22:29
ეკონომიკა

საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს

საქართველო ირანთან სავიზო რეჟიმს გააუქმებს
ქართული მხარის ინიციატივით, სატელეფონო საუბარი შედგა საქართველოს პრემიერ–მინისტრსა და ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს შორის. გიორგი კვირიკაშვილმა და ჰასან რუჰანიმ ისაუბრეს ქართველი და ირანელი ხალხის მჭიდრო კულტურულ ურთიერთობებზე. გამოითქვა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით ქართული მხარე გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც ირანთან სავიზო რეჟიმის გაუქმებაში გამოიხატება.
 
პრემიერის პრესსამსახურის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოსა და ირანს შორის არსებულ სავაჭრო–ეკონომიკურ ურთიერთობებს და იმ უდიდეს პოტენციალს, რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირანის პრეზიდენტს მიულოცა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ სანქციების მოხსნა.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონში მიმდინარე პროცესებზე და ყურადღება გაამახვილეს რეგიონის განვითარებისთვის საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელობაზე.

17.ივნისი.2019 20:00
783

საპარტნიორო ფონდმა Credit Suisse-ს 139-მილიონიანი ვალი უნდა დაფაროს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:57
217

სახელმწიფო აუდიტის სამსახური USAID-ის მიერ დაფინანსებული სახელმწიფო პროექტების აუდიტებს ჩაატარებს

ვრცლად
17.ივნისი.2019 19:10
575

სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 7.7%-მდე შემცირდა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:40
406

პრემიერი: დაახლოებით 200 ამერიკული კომპანიაა საქართველოში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:16
321

"ამერიკული ბიზნესებისთვის ჩვენ განვიხილებით, როგორც სტრატეგიული ცენტრი და ჰაბი"

ვრცლად
17.ივნისი.2019 18:08
92

ახალგაზრდულ სამიტზე საპენსიო რეფორმა განიხილეს

ვრცლად