მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის ინიციატივას"

5daea0fec1e85
თელარა გელანტია
22.10.19 10:25
1408
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის შეფასებით, დღევანდელი ფორუმი მისი ორი წინამორბედი ფორუმის წარმატების გამოძახილია.

„მოხარული ვარ, რომ საქართველო განაგრძობს ასეთ მნიშვნელოვანი ღონისძიების მასპინძლობას. დღეს ჩვენ სტუმრად გვაყვს მსოფლიო 2000-ზე მეტი დელეგატი მსოფლიოს 60 ქვეყნიდან.

ისტორიულად სქართველო ძალზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა აბრეშუმის გზის განვითარებაში. თანამედროვე ეკონომიკური განვითარების და გლობალიზაციის პირობებში, როდესაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკურ განვითარებას, ახალი აბრეშუმის გზის კონცეფცია და მასში მონაწილეობა ჩვენთვის კიდევ უფრო მეტი პრიორიტეტი და საამაყოა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც გამოეხმაურა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინი ინიციატივას - „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ შესახებ. ეს ინიციატივა ახალი სავაჭრო-სატრანსპორტო დერეფნების შექმნასა დ არსებულის გაუმჯობესების თაობაზეა, რომელიც ეფუძნება ქვეყნებს შორის ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის პრინციპებს და მისი მიზანია, ჩინეთსა და პროექტის მხარდამჭერ ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის ხელშეწყობა.

საქართველომ მხარი დაუჭირა აღნიშნულ ინიციატივას და უკვე 2015 წელს თანამშრომლობის შესახებ შესაბამისი მემორანდუმიც გააფორმა ჩინეთის მხარესთან, რამაც ახალი ბიძგი მისცა ჩინეთ-საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და რამაც უკვე თავისი შედეგი გამოიღო. დღეს საქართველოს და ჩინეთს შორის გაფორმებულია თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი აზიასა და ევროპას შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. აღნიშნული ფორუმი არის ეფექტიანი პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ რეგიონში არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, მათი გადაჭრის გზებს და უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას“, - აღნიშნა პრემიერმა.

ცნობისთვის: 22-23 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პატრონაჟით "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" ტარდება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წელს "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს" 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის 30-ზე მეტი ოფიციალური დელეგაციისა და 400-მდე უცხოური კერძო სექტორის წარმომადგენელი დაესწრება. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სომხეთისა და უზბეკეთის ვიცე-პრემიერები, სხვა ქვეყნების ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის მინისტრები, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების (ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, აზიის განვითარების ბანკი, გაერო-ს, მსოფლიო ბანკის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია და სხვა) წარმომადგენლები, ასევე საერთაშორისო რანგის ექსპერტები და ჟურნალისტები. ფორუმის ფარგლებში უკვე ჩანიშნულია 200-მდე ბ2ბ შეხვედრა.