მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კატართან სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობას განიხილავს

6229aabc97943
ინგა მურუსიძე
10.03.22 12:26
818
„კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრთან შეიხ ფალეჰ ბინ ნასერ ალთანისთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სათბური აირებით ვაჭრობის შესაძლებლობის საკითხები განვიხილეთ”– ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი აცხადებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილემ კატარის სახელმწიფოს გარემოს დაცვის მინისტრს საქართველოს მიერ კლიმატის ცვლილებების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და მთავრობის სტრატეგიულ ხედვაზე მიაწოდა ინფორმაცია.

როგორც bm.ge-ს სამინისტროდან აცნობეს, მხარეებმა ასევე განიხილეს ნარჩენების მართვასთან და გადამუშავებასთან დაკავშირებული საკითხები. როგორც კატარის გარემოს დაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამომავლოდ, საქართველოსთან გარემოს დაცვის საკითხებზე მემორანდუმის გაფორმება მნიშვნელოვანია.

გამართულ შეხვედრას, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილთან ერთად, კატარის სახელმწიფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიკოლოზ რევაზიშვილი ესწრებოდა.