მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს - პერტაია

60a785c79bab9
ვიქტორია მღებრიშვილი
21.05.21 20:00
677
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა გიორგი პერტაიამ მონაწილეობა მიიღო ონლაინვებინარში „ეკონომიკური განვითარება და ბიზნესის შესაძლებლობები აზერბაიჯანსა და საქართველოში“.

სავაჭრო პალატის ინფორმაციით, შეხვედრას, რომელიც ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის ვაჭრობის ხელშეწყობის ორგანიზაციის "Advantage Austria” -ს მიერ დაიგეგმა, საქართველოს და აზერბაიჯანის ბიზნესგარემოთი დაინტერესებული 70-მდე ავსტრიული კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

გიორგი პერტაიამ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საინვესტიციო გარემო და არსებული შესაძლებლობები გააცნო; ხაზი გაუსვა საერთაშორისო კომპანიების სტატუსის მქონე პირებთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების მნიშვნელობას ინვესტიციების მოზიდვის ნაწილში და აღნიშნა, რომ საქართველო საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორში ბიზნესკომპანიებს აუთსორსინგისთვის ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს სთავაზობს.

პალატის პრეზიდენტმა საქართველოს საინვესტიციო გარემო შეფასებისას აღნიშნა, "რეგიონში საქართველო ინვესტორებისთვის, არსებული საგადასახადო პოლიტიკისა და საერთაშორისო რეიტინგების მიხედვით, ყველაზე მიმზიდველი ქვეყანაა".

მან განვითარების პერსპექტივის მქონე პრიორიტეტული სექტორებიც მიმოიხილა. მათ შორის განათლების, სტუმარ-მასპინძლობის სექტორებსა და ბიზნესპროცესების აუთსორსინგის შესაძლებლობებზე ისაუბრა.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ თურქეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში ვაჭრობის კომისარი, ჯორჯ კარაბაჯეკი და AZPROMO-ს პრეზიდენტი იუსუფ აბდულაიევი.