16.სექტემბერი .2020 15:10

საქართველო კვამლისგან თავისუფალი მსოფლიოს ნაწილი ხდება

views 1196
უკან

სიგარეტის წვის შედეგად გამოყოფილი კუპრი, ასევე სხვა მრავალი ტოქსიკური ნივთიერება, წარმოადგენს მთავარ მიზეზს, რაც სიგარეტის მოხმარებასთან დაკავშირებულ დაავადებებს იწვევს. გლობალურად თამბაქოს მომხმარებელთა რაოდენობა დაახლოებით 1 მილიარდია, ამის შესახებ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სტატისტიკაში არის საუბარი. სხვადასხვა შეფასების თანახმად, 2025 წლისთვის მწეველთა რიცხვი უცვლელი იქნება.

სიგარეტის კვამლისგან თავისუფალი მომავლის შესაქმნელად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობა განსხვავებულ ზომებს მიმართავს. მაგალითად, 2019 წელს დიდ ბრიტანეთში მწეველთა რაოდენობის ისტორიული მინიმუმი - 14.7% დაფიქსირდა, ახალი ზელანდიის მთავრობა 2025 წლისთვის ტრადიციული სიგარეტის მომხმარებელთა რაოდენობის 0%-მდე შემცირებას გეგმავს. ამ მიზნის მიღწევაში კი მნიშვნელოვანი როლი ალტერნატიულ ელექტრონულ პროდუქტებს ეკისრება. არაერთი რეგულატორის, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაკეთებული შეფასების თანახმად, თამბაქოს ალტერნატიული პროდუქტები, მნიშვნელოვნად ნაკლებ რისკს შეიცავენ ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტები.

თამბაქოს ზიანის შემცირების პოლიტიკა ეხმარება იმ მწეველ მოსახლეობას, რომელიც ვერ, ან არ ანებებს თავს მოწევას, გადავიდეს ნიკოტინის შემცველი ალტერნატიული პროდუქტების მოხმარებაზე. ამ მხრივ, თავად თამბაქოს ინდუსტრიაც არის ჩართული უკვამლო პროდუქტების განვითარებაში.

კომპანია “ფილიპ მორისმა” უკვამლო პროდუქტების შექმნისთვის $7.2 მილიარდზე მეტი ინვესტიცია განახორციელა და ბაზარზე ტრადიციული სიგარეტის ალტერნატიული მოწყობილობა IQOS-ი წარადგინა, რომელიც თამბაქოს წვის ნაცვლად გახურების ტექნოლოგიას იყენებს. PMI Science-ის თანახმად, IQOS-ი მოწევის შედეგად ჩვეულებრივ სიგარეტთან შედარებით 90-95%-ით ნაკლები ტოქსიკური ნივთიერების გამოყოფა ხდება. 2020 წლის ივლისში კი აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) IQOS-ს „თამბაქოს მოდიფიცირებული რისკის მქონე პროდუქტის“ სტატუსი მიანიჭა.

“ფილიპ მორისის” გენერალური მენეჯერი კავკასიასა და მოლდოვაში, იური გორდოკი ამბობს, რომ PMI-ის ამბიციურ მიზანს, მსოფლიოში სიგარეტის უკვამლო ალტერნატივებით ჩანაცვლება წარმოადგენს. ამიტომაც, კომპანიამ მიმდინარე წლის ივლისში პროდუქტი ქართულ ბაზარზეც წარადგინა. გორდოკის თქმით, ქართულ კანონმდებლობაში “გახურებადი თამბაქოს” შესახებ ჩანაწერის შემდგომ კომპანია ამ პროდუქტის საქართველოში წარდგენაზე მუშაობდა.

“საქართველოში დაახლოებით 800 ათასი მწეველია, ეს ადამიანები იმსახურებენ უკეთეს არჩევანს. რომელიც მათ ტრადიციული სიგარეტის ჩანაცვლებაში დაეხმარება. საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც მწეველებს შეუძლიათ არის სიგარეტის მოწევისთვის თავის დანებება. თუმცა, რეალობა არის ის, რომ ბევრს არ სურთ მოწევის შეწყვეტა.

დღეს არსებობს არჩევანი. სიგარეტის კვამლში არსებული მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი მოწევასთან დაკავშირებულ დაავადებებთან არის დაკავშირებული, ამ მავნე ნივთიერებების გამოყოფის მიზეზს კი თამბაქოს წვის პროცესი წარმოადგენს. ელექტრონული სიგარეტებსა და გახურებადი თამბაქოს პროდუქტებში არ მიმდინარეობს წვის პროცესი, სწორედ ამიტომ ეს მოწყობილობები მოწევის ალტერნატივად მიიჩნევა,”- ამბობს იური გორდოკი.