მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კვლავ "ნაწილობრივ თავისუფალი" ქვეყანაა - Freedom House-ის ანგარიში

5e60106f2031f
თამთა ჯიჯავაძე
05.03.20 00:21
1200
Freedom House-ის "თავისუფლება მსოფლიოში" ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა გასულ წელთან შედარებით გაუარესდა. როგორც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებული რეიტინგებით ირკვევა, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორისაა და წელს 100-დან 61 ქულა დააგროვა, მაშინ როდესაც გასულ წელს საქართველოს 64 ქულა ჰქონდა.

Freedom House-ი ქვეყნის თავისუფლებას ორი კრიტერიუმით აფასებს, ესენია პოლიტიკური უფლებები და სამოქალაქო უფლებები. პოლიტიკურ უფლებებს 40 ქულა ეთმობა, სამოქალაქოს კი 60. საქართველომ აღნიშნულ კრიტრიუმებში 24 და 37 ქულები მიიღო, რაც ჯამში 61 ქულა გამოვიდა.

Freedom House-ი ქვეყნების თავისუფლების შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს.