მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო კვლავ რჩება საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის – ირაკლი ნადარეიშვილი

5f638a2dd0e97
BM.GE
17.09.20 20:27
899
„მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობის მიუხედავად, საქართველო კვლავ რჩება ძალიან საინტერესო დანიშნულების ადგილად ტურისტული ინდუსტრიისთვის. ამას მოწმობს აღმასრულებელი საბჭოს სხდომაც, რომელიც მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში ჩატარდა,“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში გამართული საინვესტიციო პანელში, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიის გამოწვევებს ეხებოდა.

ჟურნალისტებთან საუბარში მინისტრის მოადგილემ დადებითად შეაფასა კერძო სექტორის ინიციატივები, რომელიც გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის აღმასრულებელი სხდომის ფარგლებში განხორციელდა.

ირაკლი ნადარეიშვილმა ხაზი გაუსვა ხელმოწერას თანამშრომლობის მემორანდუმზე გლობალურ კომპანიასთან „მასტერქარდ ევროპა“. აღნიშნული კომპანია საქართველოსთან რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებით ითანამშრომლებს.

„ეს არის გლობალურ ტურისტულ ინფორმაციაზე წვდომა და იმ ტრენდების შესახებ აქტუალური ინფორმაციის მიღება, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება კოვიდ-ის შემდგომ პერიოდში იმისთვის, რომ მოხდეს ტურისტული ინდუსტრის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ეტაპზე, რომელზეც ვიყავით - მოხდეს სწრაფად, ეფექტიანად და ასევე სწრაფად იქნას დაძლეული ის გამოწვევები, რომლებიც ტურისტულ ინდუსტრიაში გვაქვს“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.