მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი პირველად გახდა

61aa25456350c
BM.GE
03.12.21 18:09
651
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს 115-ე სესია მადრიდში გაიმართა. სესიას პირველად საქართველოს სახელით ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ მედეა ჯანიაშვილი და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია გიორგაძე დაესწრო.

საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრად მადრიდში მიმდინარე მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 24-ე გენერალურ ასამბლეაზე 2 დეკემბერს აირჩიეს.

საქართველო 4 წლის ვადით იქნება აღმასრულებელი საბჭოს წევრი და შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს ორგანიზაციის მიზნების დასახვასა და შემდგომ წარმატებით განხორციელებაში, ასევე უზრუნველყოს მისი ეფექტური და გამჭვირვალე ფუნქციონირება.

მადრიდში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეა 30-3 დეკემბერს გაიმართა. სესიაზე 2021-2025 წლებში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის პოზიციაზე ზურაბ პოლოლიკაშვილი 1 დეკემბერს მეორე ვადით დაამტკიცეს.