მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველო მსოფლიოს ტოლერანტობის მაგალითს აჩვენებს და ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს წარმოადგენს"

5daf01e8c1889
BM.GE
22.10.19 18:20
609
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ ოფიციალურ გახსნას დაესწრო.

„საპარტნიორო ფონდის“ მენეჯმენტი, საერთაშორისო ექსპერტებთან, სამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, პანელურ დისკუსიებსა და B2B შეხვედრებში იღებს მონაწილეობას.

ფორუმის როლის შეფასებისას, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ აღნიშნა, რომ „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" აზიასა და ევროპას შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

„საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მსოფლიოს აჩვენებს ტოლერანტობის მაგალითს და წარმოადგენს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ კონკურენტუნარიან კორიდორს. ამასვე ადასტურებს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის პროფესორის ნოურიელ რუბინის დღევანდელი სიტყვებიც, რომელმაც ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ძველი და ახალი აბრეშუმის გზის ცენტრს წარმოადგენს. შესაბამისად, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ამ ისტორიული მიღწევის და გეოგრაფიული მდებარეობის სწორად წარმართვა, რასაც დღეს სახელმწიფო წარმატებით ახორციელებს“, - განაცხადა დავით საგანელიძემ.

ცნობისთვის: ფორუმი ოფიციალურად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ ესწრება 2000-მდე სტუმარი 60 ქვეყნიდან, მათ შორის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ვაჭრობისა და სხვა უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები, საერთაშორისო, საფინანსო ორგანიზაციების, ასევე, კერძო სექტორის წარმომადგენლები.

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი დანელიამ და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინო ჩოლოყაშვილმა მონაწილეობა მიიღეს სადისკუსიო პანელში სახელწოდებით „ინოვაციებით გამოწვეული ზრდა - აბრეშუმის გზა ხელოვნურ ინტელექტთან ერთად“, ხოლო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ გიორგი ხელაიამ მონაწილეობა მიიღო პანელში სახელწოდებით „ენერგეტიკის ხვალინდელი დღე - განვითარების ტენდენციები, აბრეშუმის გზის ენერგეტიკული სარტყელის უსაფრთხოება და მდგრადგობა“.