მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა“ - CNN

619e27ec0a4fa
BM.GE
24.11.21 15:50
683
საქართველოს ტურისტული ადგილების პოპულარიზაციის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მსოფლიოში ყველაზე ცნობილ და რეიტინგულ მედია პლატფორმებზე მარკეტინგულ კამპანიას აგრძელებს.

ამჯერად, CNN-ზე საქართველოს შესახებ ვრცელი სტატია და ფოტო-კოლაჟი მომზადდა სათაურით - “იმოგზაურე და შეისწავლა საქართველოს ველური ბუნება.“

„უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, იზოლირებული მთებითა და ზღვით, ამავდროულად ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ძირითად რეგიონებთან კავშირით საქართველო შედარებით პატარა ზომის, მაგრამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეკოლოგიურად მრავალფეროვანი ქვეყანაა. მიუხედავად მისი შედარებით მცირე ზომისა" -ასე იწყება სტატია საქართველოს შესახებ CNN-ის ვებ-გვერდზე.

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედია-პლატფორმაზე გამოქვეყნებულ სტატიაში ვაშლოვანის, ლაგოდეხის ნაკრძალები, ბორჯომ-ხარაგაულის, თუშეთის, თბილისის ეროვნული პარკები, ჯავახეთის დაცული ტერიტორია, ბათუმთან ახლოს მდებარე ფრინველებზე დაკვირვების ადგილია აღწერილი.

„თუ გსურთ ბუნებაში ჩაფლობა და ევროპაში ყველაზე საოცარი ველური ბუნების პეიზაჟების აღმოჩენა საქართველოს უნდა ეწვიოთ. საქართველოს მიმართულებით 40 ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისს. აქ მოხვედრა და მოგზაურობა ასეთი ადვილი არასდროს ყოფილა.“-წერია CNN-ის სტატიაში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კამპანია CNN-თან ერთად National Geographic-ს, Expedia-ს, Vogue-ის, Conde Nast Traveler-ს, TimeOut-ს, Wego-ს, AD-ს, ასევე სოციალურ ქსელებს: Instagram, Facebook Twitter და LinkedIn მოიცავს. კამპანიის ფარგლებში სხვადასხვა სახის სტატიებსა და ვიდეორგოლებს გერმანიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, აშშ-ში, ისრაელში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებული საამიერობში მილიონობით ადამიანი გაეცნობა.

მასშტაბური კამპანია ნოემბერში დაიწყო და იანვრის ბოლომდე გაგრძელდება.


(NS)