04.მაისი.2016 17:58
საზოგადოება

საქართველო "მწვანე ქვეყნების" რეიტინგში 111-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩება

საქართველო "მწვანე ქვეყნების" რეიტინგში 111-ე ადგილზეა და რეგიონის ყველა ქვეყანას ჩამორჩება
იელის უნივერსიტეტმა გარემოს დაცვის იდექსი (EPI) გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 180 ქვეყანას მოიცავს. ქვეყნები კვლევამ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით შეაფასა: სოფლის მეურნეობა, ჰაერის ხარისხი, ბიომრავალფეროვნება, წყლის რესურსებისა და ტყის მასივის ზონები, ასევე სანიტარული ნორმები. ჯამში რეიტინგი 20 ინდიკატორის მიხედვით ქვეყნებს 100 ქულით აფასებს. მსოფლიოს ყველაზე "მწვანე ქვეყნად" ფინეთი დასახელდა, რომლის სარეიტინგო ქულა 90-ია.
 
კვლევის მიხედვით, მსოფლიოს 3,5 მილიარდი მოსახლე საფრთხის შემცველ ჰაერის პირობებში ცხოვრობს. იმ ადამიანების რიცხვი, კი ვისაც სუფთა სასმელ წყალზე წვდომა არ აქვთ მსოფლიოში 550 მილიონამდე შემცირდა.

საქართველოს ინდექსი 64.96-ია და ამ ციფრით ქვეყანა 111-ე პოზიციას იკავებს. 99-ე ადგილზეა თურქეთი, უკრაინა კი 44-ზე. 37-ე ადგილს იკავებს რეიტინგში სომხეთი, რუსეთი 32-ე, ხოლო აზერბაიჯანი კი 31-ე ადგილზეა. 69-ე ადგილს იკავებს რეიტინგში ყაზახეთი.

საქართველოს "მწვანე ქვეყნების" რეიტინგში უსწრებს ჩინეთი შრი-ლანკა, ინდონეზია, ირანი და ეგვიპტე.

19.ივნისი.2019 15:35
33

როგორია ჯანდაცვის ახალი მინისტრის CV

ვრცლად
19.ივნისი.2019 15:25
11

ქართული სტარტაპი, რომელიც ქვეყანაში ინგლისურის ონლაინ-სწავლებაზე ზრუნავს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:36
135

"საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია" საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ვრცლად
19.ივნისი.2019 13:21
59

23 ივნისს დედაქალაქში გარბენი „თბილისი“ გაიმართება

ვრცლად
18.ივნისი.2019 19:25
628

შესაძლოა, 14 მაისი „სამშობლოს დღედ“ გამოცხადდეს, 8 მარტი კი, უქმე აღარ იყოს

ვრცლად
18.ივნისი.2019 18:10
654

სერგეენკოს 7 წელი

ვრცლად