მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო "ნოვავაქსის" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" ვაქცინების შემოტანაზე მოლაპარაკებას იწყებს - გაბუნია

60a3a56f8bee4
ინგა მურუსიძე
18.05.21 15:30
837
საქართველო Covid-19-ის საწინააღმდეგო ამერიკული ვაქცინების "ნოვავაქსისა" და "ჯონსონ ენდ ჯონსონის" შემოტანაზე მუშაობს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. 

„მოსალოდნელია, რომ „კოვაქს-პლატფორმიდან“ საქართველომ მოლაპარაკება დაიწყოს „ნოვავაქსის“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ დოზებთან დაკავშირებით. ასევე „ფაიზერის“ დოზების თემაზე არის სერიოზული წინსვლა და ველოდებით დაზუსტებულ ინფორმაციას მიმდინარე პერიოდში. მიდის მუშაობა „სინოფარმის“ დამატებითი დოზების მობილიზებაზე.

ასევე გასულ კვირაში იყო საუბარი „ნოვავაქსის“ და „მოდერნას“ ვაქცინების მობილიზებაზე და ყველა ეს დეტალი საბჭოს წევრებმა გაიარეს“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად ქვეყანაში აცრა სულ სამი ვაქცინით მიმდინარეობს: ფაიზერი, სინოფარმი და ასტრა–ზენეკა. თუმცა, ქვეყანა მომდევნო კვირიდან აპირებს კორონავირუსზე აცრა ჩინური "სინოვაკითაც" დაიწყოს, რომელსაც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ არ აქვს, თუმცა, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, არსებობს წინასწარი დადებითი დასკვნა, რომ ვაქცინას ავტორიზაცია მიენიჭება.