მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 2021 წლის იანვრამდე დარჩება

5fb556f360e39
თამთა ჯიჯავაძე
18.11.20 21:34
1033
საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, ანუ 2021 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს. ამის შესახებ ცვლილება საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ NOTAM-ში უკვე შეიატანა.

სააგენტოს ცნობით, შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება/იგეგმება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:

მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ს კოდი LGAV);
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ს კოდი LIME);

შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:

რიგა (ICAO-ს კოდი EVRA);
კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).

ცნობისთვის, NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.