’’ამ დილით გაოგნებული ვიყავი, როდესაც გავიგე დაპირებული რეფორმების ჩაშლის შესახებ საქართველოს პარლამენტში’’- ასე ეხმაურება შეერთებული შტატების კონგრესის „რესპუბლიკელი“ წარმომადგენელი, ადამ კინზინგერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
როგორც ის აცხადებს, გასულ კვირას საქართველოში ვიზიტისას კმაყოფილი დარჩა იმით, რომ ამ რეფორმის განხორციელება გარდაუვალი ჩანდა. კინზინგერი იმედს იტოვებს, რომ შექმნილი ვითარება მალე გამოსწორდება.
’’ამ დილით გაოგნებული ვიყავი, როდესაც გავიგე დაპირებული რეფორმების ჩაშლის შესახებ საქართველოს პარლამენტში... გასულ კვირას ქვეყანაში ჩემი ვიზიტის დროს, კმაყოფილი დავრჩი იმით, რომ ამ რეფორმის პაკეტის მიღება გარდაუვალი ჩანდა. ეს პირობა მიიღო როგორც საერთაშორისო თანამეგობრობამ, ასევე რაც მთავარია, ქართველმა ხალხმა. იმედი მაქვს, რომ ეს სიტუაცია მოგვარდება - და ძალიან მალე გამოსწორდება’’- აცხადებს კონგრესმენი.
ადამ კინზინგერი ამბობს, რომ საქართველო რუსეთი არ არის, ქართველი ხალხი კი იმაზე მეტს იმსახურებს, რაც ქვეყნის პარლამენტმა ბოლო პერიოდის პროცესებით აჩვენა.
”როდესაც ჩვენ ვუყურებთ ამ რეგიონს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატერებლი ქვეყანაა თავისი რეპრესიული მმართველობით. საქართველო რუსეთი არ არის და ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს იმაზე უკეთესს, ვიდრე მათმა პარლამენტმა აჩვენა’’- აღნიშნავს კონგრესმენი.
ადამ კინზინგერი საქართველოს ოფიციალურ პირებს მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს, რათა მიიღონ პროპორციული საარჩევნო სისტემა, ამას გარდა, როგორც ის აღნიშნავს, კონსტიტუციაში შესწორების არმიღება რუსეთის პრეზიდენტისთვის ვლადიმერ პუტინისთვის საჩუქარი იქნება.
”როგორც საქართველოსთან თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას დაუყოვნებლივ განაახლონ მოლაპარაკებები და მიიღონ ეს მნიშვნელოვანი რეფორმის პაკეტი. ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც დასავლეთს უფრო მეტად უსწორებს გვერდს და მათ სურთ, რომ ქვეყანა NATO-ს მოკავშირე იყოს. ამ საკონსტიტუციო ცვლილების შეუსრულებლობა საჩუქარი იქნება ვლადიმერ პუტინისთვის და გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელიც საქართველომ მიაღწია სრული დამოუკიდებლობის მიღწევასა და აგრესიული მეზობლისგან - რუსეთისგან - გამიჯვნაში’’- აცხადებს კონგრესმენი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
2020 წლიდან WhatsApp-ი მილიონობით სმარტფონზე უფუნქციო გახდება
მსოფლიოს ყველაზე ცუდი ქალაქები საცხოვრებლად
ფუგერაი - ქალაქი, სადაც ბინის ქირა წელიწადში 88 ცენტია
ტრამპი ნატოს დაფინანსებას ამცირებს, დაზოგილ თანხას საქართველოს და უკრაინას მოახმარს - CNN
WhatsApp-ი ახალ ფუნქციას ამატებს
Tesla-მ პირველი კიბერმანქანა წარადგინა - პრეზენტაციაზე ინციდენტი მოხდა
კანადურმა ბიზნესგამოცემამ ვერა ქობალია „Forty under 40“-ის ერთ-ერთ გამარჯვებულად დაასახელა
ბოლო დროის ყველაზე ხანგრძლივი კომერციული ავიარეისი ამ წუთებში სრულდება
გერმანია კადრების მწვავე დეფიციტს განიცდის - რა პროფესიის ადამიანები სჭირდება ქვეყანას?
ბაქო-თბილისი-ბაქოს რეისებს ჩქაროსნული მატარებელი შეასრულებს
"ინდოელი ბილ გეითსი" ქველმოქმედებით ‘’გაღარიბდა’’
თემურ მურღულია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს ტოვებს
"რუსეთი არ დაიწყებს ომს, თუ საქართველო NATO-ში გაწევრიანდება, მაგრამ...’’- ლავროვი
ტრამპის იმპიჩმენტის დაანონსების შემდეგ, 5 უმდიდრესი ამერიკელის ქონება $6,5 მლრდ-ით შემცირდა
ბარონ ჰილტონმა $4 მილიარდიდან ოჯახს მხოლოდ 3% დაუტოვა
ქვეყნები, სადაც მოქალაქეობას ყველაზე რთულად გასცემენ
არგენტინელებს ბანკებიდან ფული გამოაქვთ
მსოფლიოს ყველაზე ხანგრძლივი ავიარეისების ათეული
აშშ-სა და გერმანიას შორის ურთიერთობა იძაბება- შტატები გერმანიიდან ჯარის გაყვანას გეგმავს
ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, მილიარდერი ბიზნესმენი