22.მარტი .2023 16:32

საქართველო-რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების ზღვარზე არიან - რუსი დეპუტატი

საქართველო-რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილების ზღვარზე არიან - რუსი დეპუტატი
views 1094
უკან

რუსეთის დუმის ევრაზიული ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი ამბობს, რომ საქართველო და რუსეთი პირდაპირი ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის საკითხზე გადაწყვეტილების მიღების ზღვარზე არიან.

“ბევრ მაღალი დონის თანამდებობის პირს ვესაუბრე. მათ არის ძალიან მგრძნობიარე საკითხები, რომლებიც უნდა გადავწყვიტოთ. საუბარია საჰაერო მიმოსავლასა და რუსეთთან ვიზნების გაუქმებაზე. უნდა ვთქვა, რომ ჩვენ თქვენთან ამ გადაწყვეტილების ზღვარზე ვართ”,-განაცხადა კალაშნიკოვმა ეკონომიკურ ფორუმზე სახელმწოდებით "საქართველო-რუსეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები".

მისივე თქმით, ამ ეტაპზე  რთულია იმის თქმა როდის მიიღება ამ საკითხზე გადაწყვეტილება. 2019 წლის 8 ივლისს, ამოქმედდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ ივნისში ხელმოწერილი განკარგულება, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების განხორციელებას უკრძალავს.

რუსეთის მიერ საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის ცალხმხრივ შეწყვეტას წინ საპროტესტო აქციები უძღოდა. ამის მიზეზი იყო საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომელიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსეთის დუმის დეპუტატ სერგეი გავრილოვს მიჰყავდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა