მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რუსეთის ჩიხშია გაჭედილი – ეკონომისტი

6262d21d27041
სალომე ჭიპაშვილი
23.04.22 10:00
2224
„ბიზნესს, რომ რუსეთთან ურთიერთობა უნდა, ეს სიმართლეა და ამას თავისი ლოგიკა გააჩნია,“ - ამის შესახებ „კავკასიის უნივერსიტეტის“ ასოცირებულმა პროფესორმა სოსო ბერიკაშვილმა “საქმიან დილაში” განაცხადა.

მისი თქმით, ქართულმა ბიზნესმა იცის, რა სჭირდება რუსულ ბაზარს, როგორ ელაპარაკოს რუსეთს, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.

"სხვა ქვეყნებთან ამგვარი ცოდნა ნაკლებია, ამიტომაც სახელმწიფოს დახმარება სწორედ ამიტომაა საჭირო,“ - განაცხადა სოსო ბერიკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველო რუსეთის ჩიხშია გაჭედილი, თუმცა, არავინ არაფერს აკეთებს მასზე დამოკიდებულების შესამცირებლად.

„ჩვენ ვიცით რუსეთი რისი გამკეთებელიც არის. ჩვენს თავზე გვაქვს გამოცდილი...

ენერგოდამოკიდებულებაზე როცა ვსაუბრობთ, მანდ კიდევ კარგად გვაქვს საქმე, არ ვართ იმდენად დამოკიდებული რუსეთზე, რომ მერე ეს ოკუპანტმა ქვეყანამ ბერკეტად გამოიყენოს.

თუმცა სხვა მიმართულებებზე უნდა მოვიძიოთ ახალი პარტნიორები და ეს არ არის მარტივი ამბავი. უნდა ვისარგებლოთ შემთხვევით, რადგან მთლიანად რეგიონში პროცესები დაჩქარდა" - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.