2022 წლის 11 აგვისტოს სოხმეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ საქართველო-რუსეთს შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყებოდა, რომლითაც სომხური სატრანზიტო ტვირთები ისარგებლებდნენ. საკითხთან დაკავშირებით სადეპუტატო კითხვით ეკონომიკის სამინისტროს ოპოზიციონერმა პაატა მანჯგალაძემ მიმართა.
ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის ოფიციალური პასუხიდან ირკვევა, რომ საბორნე გადაყვანების განხორციელების თხოვნით, საქართველომ მომართვა სომხეთის მთავრობისგან ივნისში მიიღო და შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებთან კონსულტაციები უკვე გაიმართა. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბორანი ფოთის და კავკაზის პორტებს შორის იმოძრავებს.
ამასთანავე, ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ საქართველოს სომხეთის ტვირთებისთვის საზღვაო გასასვლელის მიცემას საერთაშორისო კონვენცია ავალდებულებს.
“თქვენი მიმდინარე წლის 22 აგვისტოს 7571/3-62/22 წერილის პასუხად, რომელიც შეეხება რუსეთსაქართველოს შორის საბორნე მიმოსვლის თაობაზე ინფორმაციის მიწოდების საკითხს, გაცნობებთ, რომ საქართველოსა და რუსეთის ფედერაციას შორის 2005 წლის 10 იანვარს ხელი მოეწერა ,,საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს შორის ფოთი (საქართველო) - კავკაზის (რუსეთი) ნავსადგურების გავლით პირდაპირი საერთაშორისო სარკინიგზო-საბორნე მიმოსვლის ორგანიზების შესახებ“ შეთანხმებას.
მიმდინარე წლის ივნისში, სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა თხოვნით მოგვმართა ფოთი-კავკაზის სანაოსნო ხაზზე საბორნე მიმოსვლის დაწყებასთან დაკავშირებით, რომელიც სომხეთის სახელმწიფოს პროექტია. აღნიშნული თხოვნის საფუძველზე გაიმართა კონსულტაციები შესაბამის სატრანსპორტო კომპანიებს შორის.
დამატებით გაცნობებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკა, რომელსაც არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი, ტრადიციულად სარგებლობს საქართველოს ნავსადგურებით და აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას. ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის "იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე” წევრია. აღნიშნული კონვენციის შესაბამისად, ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება,”- ნათქვამია ეკონომიკის მინისტრის პასუხში.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი