მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო რუსულ ნავთობზე გადავიდა - 2022-ში იმპორტი რეკორდული იყო

63cbd2e372263
შოთა ტყეშელაშვილი
21.01.23 15:20
2004
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, 2022 წელს საქართველომ 1.33 მილიარდი დოლარის ღირებულების 1.33 მილიონი ტონა ნავთობი შეიძინა. თანხობრივად იმპორტი 62%-ით გაიზარდა, რაც საწვავის გაძვირებით იყო განპირობებული, ხოლო რაოდენობრივად იმპორტი 5%-ით გაიზარდა.

უმთავრესი ცვლილება რაც ბაზარზე მოხდა, რუსულ ნავთობზე გადასვლა იყო. 2022 წელს საქართველომ ნავთობპროდუქტების 47% ($623 მლნ) რუსეთის ფედერაციისგან შეიძინა. შედარებისთვის 2021 წელს იმპორტის მხოლოდ 16% მოდიოდა რუსეთზე. მის ნაცვლად კი საქართველო ნავთობს ძირითადად თურქმენეთისგან და რუმინეთისგან ყიდულობდა.

რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ რუსული ნავთობის ღირებულება შეამცირა, რის გამოც საქართველოს ნავთობის იმპორტის სექტორმა ოკუპანტი მეზობლისგან შესყიდვები გაზარდა.

2022 წელს იმპორტის სტატისტიკა ქვეყნების მიხედვით ასე განაწილდა:

● რუსეთი - $623 მლნ, 657 ათასი ტონა, ზრდა 361%
● რუმინეთი - $252 მლნ, 246 ათასი ტონა, ზრდა 88%
● თურქმენეთი - $159 მლნ, 153 ათასი ტონა, კლება -17%
● ბულგარეთი - $115 მლნ, 115 ათასი ტონა, ზრდა 1%
● აზერბაიჯანი - $51 მლნ, 59 ათასი ტონა, კლება -60%

2022 წელს ყველაზე მეტად - 60%-ით საქართველომ აზერბაიჯანული ნავთობის იმპორტი შეამცირა.

2022 წელს საქართველოს მიერ შეძენილი რუსული ნავთობის საშუალო ფასი ტონაზე 947 დოლარი იყო, რუმინული საწვავის საშუალო ფასი კი ტონაზე 1,023 დოლარი.