29.იანვარი.2019 12:33
ეკონომიკა, კრიპტოვალუტები

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

საქართველო საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანას გეგმავს

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა საბაჟო დოკუმენტების ბლოკჩეინის სისტემაშო რეგისტრაციის პროგრამას დაიწყებს. ეს უძრავ ქონებაზე საკუთრების რეესტრის ბლოკჩეინში გადატანის შემდგომ, საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სერვისებში ბლოკჩეინის გამოყენების მეორე პრეცედენტი იქნება. ბლოკჩეინ სისტემაში საქართველო ადგილწარმოშობის სერტიფიკატებს ატვირთავს.

ივანე მაჭავარიანის თქმით, დღეს საქართველოსა და სხვა ქვეყნებში საბაჟო დოკუმენტის წარმოების სისტემა საკმაოდ დიდი ბიუროკრატიასთან არის დაკავშირებული, ამ დოკუმენტების ბლოკჩეინში გადატანით კი, ქვეყნებს რესურსების მნიშვნელოვანი ეკონომიის გაკეთება შეუძლიათ.

“წარმოშობის სერტიფიკატები ეს არის ის ერთადერთ დოკუმენტი, რომელიც აძლევს მოვაჭრე სუბიექტებს საშუალებას, დაადასტურონ მათი პროდუქტის ავთენტურობა და ისარგებლონ თავისუფალი ვაჭრობის სიკეთეებით. აქ ტრადიციუალდ არსებობს ერთი პრობლემა, ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება, ეს არის ამ სერტიფიკატების გაყალბების პრობლემა, სანდოობის პრობლემა. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად მთელი მსოფლიოს საბაჟოები თანამშრომლობენ და ერთმანეთში ცვლიან უამრავ ფურცელს, დოკუმენტაციას, სველ ხელმოწერას, ბეჭედს, ბეჭედის ასლს, რათა დაადგინონ ავთენტურობა ამ დოკუმენტის. ჩვენ ამ ინფორმაციის იმპლემენტაციას გავუკეთებთ ბლოკჩეინის მეშვეობით დადასტურებას. თქვენ იცით, რომ ეს არის დღეს ყველაზე სანდო და საიმედო სისტემა მონაცემთა ბაზის შენახვისთვის. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი მთავარი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები ჩაერთვებიან ამაში, ჩვენ მოვამზადებთ და მივცემთ აპლიკაციას, რომელსაც გადავცემთ ჩვენს მოსაზღვრე და პარტნიორ საბაჟო სამსახურებს, სადაც მათ შეეძლებათ, ნახონ დადასტურებული წარმოშობის სერტიფიკატი. იმედი გვაქვს, რომ ისინიც დანერგავენ ამ ტექნოლოგიას და ჩვენც მოგვეცემა საშუალება ანალოგიურად დავადასტუროთ მათ მიერ გაცემული დოკუმენტები,”- ამბობს მაჭავარიანი.

ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

19.აპრილი.2019 10:41
130

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ვრცლად
19.აპრილი.2019 10:01
158

„საქართველოს რკინიგზის“ ორი თანამშრომელი ე.წ. ატკატის გამო დააკავეს

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:50
76

"საბანკო რეგულაციები ძირითადად დაბალი და საშუალო ბიუჯეტის საცხოვრებელ სახლებს შეეხო"

ვრცლად
19.აპრილი.2019 09:03
109

წელს, McDonald’s-ის ბურგერის პურის საწარმოს მშენებლობა დაიწყება

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:23
151

ისტორიაში უმსხვილესი Ipo-ს TOP-10

ვრცლად
19.აპრილი.2019 00:10
225

Delloway - პირველი ქართული Booking პლატფორმა

ვრცლად