30.ნოემბერი .2021 23:35

საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა $191.9 მილიონია - რა ვიყიდეთ და რა გავყიდეთ საფრანგეთში?

საქართველო-საფრანგეთის სავაჭრო ბრუნვა $191.9 მილიონია - რა ვიყიდეთ და რა გავყიდეთ საფრანგეთში?
views 659
უკან

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველო-საფრანგეთს შორისო სავაჭრო ბრუნვამ 191.9 მლნ დოლარი შეადგინა, რაც როგორც 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის ბრუნვას 32.1%-ით, ხოლო 2019 წლის მონაცემებს 23.8%-ით აღემატება. 2020 წელს შემცირებული სავაჭრო ბრუნვის შემდეგ, მიმდინარე წელს საფრანგეთთან ვაჭრობა, როგორც იმპორტის ასევე ექსპორტის ხარჯზე გაიზარდა, თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმპორტს სავაჭრო ბრუნვაში 84.7% უკავია.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წელს ექსპორტის მაჩვენებელი გასული 2 წლის მონაცემებს აღემატება. 10 თვეში საქართველომ საფრანგეთში საქონლის ექსპორტით 29.4 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ამ მიმართულებით რეალიზებულ პროდუქტებს, TOP-10 პროდუქტის ჩამონათვალია ასეთია:

1. არადენატურირებული ეთილის სპირტი - 10.6 მლნ დოლარი, 2 572 569 ტონა;
2. ელექტრული წყალგამახურებლები - 6.1 მლნ დოლარი, 753.5 ტონა;
3. თხილი და სხვა კაკალი - 2.2 მლნ დოლარი, 344 ტონა;
4. ფეროშენადნობები - 2.1 მლნ დოლარი, 1 860 ტონა;
5. ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 2 მლნ დოლარი, 451 ტონა;
6. ფოთლები, ტოტები და მცენარეების სხვა ნაწილები - 1 მლნ დოლარი, 99.9 ტონა;
7. მანგანუმის ოქსიდები - 915.1 ათასი დოლარი, 1 275 ტონა;
8. ნაწარმი ხისა, სხვა - 532.4 ათასი დოლარი, 195 ტონა;
9. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 517 ათასი დოლარი, 1.2 ტონა;
10. ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული - 409.1 ათასი დოლარი, 64.1 ტონა;

რაც შეეხება ექსპორტიორ კომპანიებს, მიმდინარე წლის 10 თვეში მსხვილი ექსპორტიო კომპანიების ათეული ასეთია: შპს ჯი ემ ეს; შპს ემენ ქემიკალ ჯორჯია; შპს ჯორჯიან მანგანეზი; შპს ტრანსკავკასიური იმპექს კომპანია; შპს ჯეორჯიან პროდაქტს; შპს მოსსექსპერტ; შპს ატლანტიკ საქართველო; შპს კ და ქართული სპირტი; შპს ჯეო-ნათსი; შპს ტურალ გრუპ.

როგორც აღვნიშნეთ ამ პერიოდში საქართველოდან სხვადასხვა საქონლის შესაძენად 162.5 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის იმპორტს 35.3%-ით, ხოლო 2019 წლის მონაცემებს კი 21.8%-ით აღემატება. საფრანგეთიდან იმპორტირებული საქონლის უმსხვილესი TOP-10-ეული კი შემდეგია:

1. სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 24.9 მლნ დოლარი, 95.7 ტონა;
2. ნარევები გამოსაყენებელი სასმელების წარმოებაში - 18.8 მლნ დოლარი, 702.2 ტონა;
3. სამედიცინო მიზნებისათვის ადამიანის და ცხოველის სისხლი; იმუნური შრატები - 8.4 მლნ დოლარი, 9.8 ტონა;
4. ეთილის სპირტი არადენატურირებული - 7.8 მლნ დოლარი, 346 018 ტონა;
5. კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 7.2 მლნ დოლარი, 176.5 ტონა;
6. ნაღების კარაქი და რძის სხვა ცხიმები; რძის პასტები - 3.2 მლნ დოლარი, 499.7 ტონა;
7. ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები; ზრდის რეგულატორები - 3.1 მლნ დოლარი, 153.6 ტონა;
8. სატვირთო ავტომობილები - 3 მლნ დოლარი, 437 ტონა;
9. აგლომერირებული კორპი და ნაწარმი მისგან - 2.9 მლნ დოლარი, 259.1 ტონა;
10. რეაგენტები დიაგნოსტიკური ან ლაბორატორიული - 2.6 მლნ დოლარი, 13.7 ტონა.

ამ და სხვა საქონლის იმპორტს ამ იანვარ-თებერვალში საქართველოში სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია; სს გეფა; შპს პსპ ფარმა; სს შატო მუხრანი; შპს პრესტიჟი; შპს ავერსი-ფარმა; შპს ლაქტალის ჯორჯია; შპს მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯიალ; შპს ინტერნეშენალ ტრეიდ კო; შპს ატლანტიკ საქართველო.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა