მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა - გიორგი ნათენაძე საკარანტინე ზონებზე

5e6f7757b066a
ვიქტორია მღებრიშვილი
16.03.20 22:45
1775
მესხური ღვინის მწარმოებელი კომპანია „ნათენაძის მარნის“ მფლობელი და „ვარძიის ტერასების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ბათუმში ერთ-ერთ საკარანტინე ზონაში იმყოფება. როგორც მეღვინე სოციალურ ქსელში წერს: „არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.“

ის ბათუმის სასტუმრო „სპუტნიკში“ არსებულ მდგომარეობას აღწერს და აღნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

„კორონა - დღე პირველი

არ მინდა თავი მოგაწყინოთ კარანტიზე საუბრით, მაგრამ თურმე საჭიროა. ბევრი შემეხმიანა, გაუკვირდათ რომ ვწერდი კარგი პირობებიაო. მე გეტყვით რა ხდება და მიხვდებით, რომ საქართველოში უნდა დაბრუნდეთ. მოცდას აზრი არ აქვს, ნურაფერს ელოდებით, ჩამოდიით. კარანტინში და საქართველოში საშიში არაფერია.

არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორაა, მაგრამ საქართველო საკმაოდ ორგანიზებული აღმოჩნდა ამ სიტუაციისთვის.

მე პირადად ბათუმში აღმოვჩნდი, ფაქტიურად პირველი დღეა. სასტუმრო სპუტნიკი დაგუგლეთ და ნახავთ. მშვენიერი სასტუმროა კარგი პირობებით, უკეთესი პირობები კარანტინისთვის კიარა, დასვენებისთვის წარმოუდგენელია:

- დღეში სამჯერადი კვება
- სისუფთავე და ჰიგიენური საშუალებები
- ტელევიზორი და ინტერნეტი
- ყავა / ჩაი, წყალი ყველა ოთახში.

მართალია გარეთ ვერ გადიხარ და არც უნდა გადიოდე წესით. თუ სამუშაო გაქვთ მაშინ იდეალური გარემოა ამ ყველაფრისთვის.

შეგიძლიათ იმუშავოთ, ივარჯიშოთ, კარგად გამოიძინოთ, სწორი კვების რეჟიმში ჩაჯდეთ და ნათესავები და მეგობრები მოიკითხოთ. დღეს 6 მეტრიან ოთახში ალბათ 2 კილომეტრი ვირბინე.

თუ რამე გაკლიათ უთხარით ადმინისტრაციას და მოგართმევენ.

კარებზე რომ მოგიკაკუნებენ ესე იგი სკაფანდრიანი ხალხი საჭმელს გიტოვებს, ან სიცხეს გიკონტროლებს. (ფილმში გეგონებათ თავი პირველ დღეს)

ჩემი მეუღლე და 3 ბავშვი 11 დღეა არ მინახავს და კიდევ 2 კვირა ვერ ვნახავ, მაგრამ და მაგრამ განწყობაა მთავარი და ყველაზე მთავარი არ დაგავიწყდეთ - თუ კარანტინში რატომ ხართ, ამით იცავთ პირველ რიგში თქვენს ოჯახს და მერე სხვის ოჯახებსაც და საქართველოს.

ისტორია: კარანტინში, რომ გაგვიშვეს 1 თვითფრინავის ხალხი 3 ავტობუსში გაგვანაწილეს, ხოდა ერთი მარნეულელი დარბის გამწარებული. მე იცი ვინა ვაროო, "ბიზმესმენი" ვარო სიმონო, ხოდა სიგარეტი უნდა მოვწიო არ მაინტერესებსო. ვაბშე აქ რა მინდაო, ცხოველები ხო არ ვართო რომ შემოგვყარესო. მე არაფერი მჭირს და სახლში მივდივარო. ხოდა ახლა ზის ჩემს გვერდით ოთახში და მღერის გაუჩერებლად, ნერვებს იწყნარებს "ბიზმესმენი", - წერს ნათენაძე.