მსოფლიოში შაქრის უმსხვილესი ექსპორტიორი ბრაზილიაა. საქართველოც შაქარს ძირითადად ბრაზილიიდან ყიდულობს. 2021 წელს საქართველოში 60.4 მილიონის ღირებულების 120.7 ათასი ტონა შაქარი შემოვიდა.
საქართველომ შესყიდული შაქრის თითქმის ნახევარი 57 ათასი ტონა ($28.2 მლნ) ბრაზილიიდან მიიღო, იმპორტში შემდეგ ადგილებზე თურქეთი ($14.3 მლნ) და პოლონეთი ($10.6 მლნ) არიან.
რაც შეეხება უკრაინას, უკრაინა საქართველოს შაქრის იმპორტში მერვე ადგილზეა ($0.1 მლნ), ხოლო რუსეთი - მეთორმეტეზე ($0.1 მლნ).
დღეს ლონდონის საფონდო ბირჟაზე შაქრის ღირებულებამ ტონაზე 536 დოლარს მიაღწია, რაც ერთწლიან ჭრილში 17%-იან გაძვირებას წარმოადგენს. შაქრის ღირებულება ასეთი მაღალი ბოლოს 2016 წელს იყო.
შაქრის ფასი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 5%-ით გაიზარდა.
საქსტატის თანახმად, 2021 წლის განმავლობაში საქართველო ერთ ტონა შაქარს საშუალოდ 499 დოლარად ყიდულობდა.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პირველი აპრილიდან საქართველოში არსებული შაქრის ერთადერთი ადგილობრივი ქარხანა "აგარის შაქარი" საქმიანობას განაახლებს. ქარხანა იმპორტირებული ნედლეულით აწარმოებს შაქარს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
ომიკრონის წინააღმდეგ, ყველა აკრძალვა ფუჭი აღმოჩნდა - ივანე ჩხაიძე
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება