მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას - ევროკომისარი

60e59ebe994e5
ინგა მურუსიძე
07.07.21 17:52
883
"ჩვენ მზად ვართ, მობილიზაცია გავუკეთოთ 17 მლრდ ევროს, რომლითაც აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონს ეკონომიკური მდგომარეობით დავეხმარებით", - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.მისივე თქმით, საქართველო შეძლებს აღნიშნული თანხიდან მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. 

„ჩვენ მზად ვართ, გავუკეთოთ მობილიზაცია 17 მლრდ ევროს, აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის ეკონომიკური მდგომარეობის აღდგენით. 2.3 მლრდ ევრო იქნება გრანტის სახით და დანარჩენი იქნება პროექტების და ინვესტიციების სახით, რომელსაც მოვიზიდავთ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, საინვესტიციო ბანკიდან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიდან. ჩვენი მიზანია, რომ სამეზობლო ქვეყნებს დავეხმაროთ ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაში და საქართველოს დავეხმაროთ უფრო გამძლე და მედეგი ეკონომიკური მდგომარეობის გამყარებაში კოვიდის კრიზისის შემდეგ“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისივე თქმით, საქართველოს მიეცემა საშუალება, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შეუერთდეს იმ ეტაპს, რაც ახლა არის ევროკავშირში. როგორც ოლივერ ვარჰეიმ აღნიშნა, ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას.

„დაკავშირებადობა შეიქმნება ეკონომიკის გაძლიერების, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერების, ადგილობრივი თემების გაძლიერების სახით, გაუმჯობესდება წვდომა ციფრულ სერვისებზე მთელ ქვეყანაში და ასევე, საქართველო წარედგინება ჩვენს ახალ მწვანე კონცეფციას და ჩვენს მეგობრებს. საქართველოს მივცემთ საშუალებას, რომ რამდენიმე ეტაპს „გადაახტეს“ და პირდაპირ შემოგვიერთდეს იმ ეტაპზე, რაც ახლა არის ევროკავშირში. ამ გეგმით საქართველო შეძლებს მინიმუმ 3.9 მლრდ ევროს ინვესტიციის მოზიდვას. ეს არის ერთი მესამედი იმისა, რაც ქვეყანას მშვიდობის პერიოდში, კოვიდის კრიზისამდე ჰქონდა მთლიანი შიდა პროდუქტის სახით. ეს არის აზრიანი, დიდი პაკეტი დახმარებისა, თუმცაღა ეს არის უშველებელი ამოცანა ყველა ჩვენგანისთვის. ესაა შესაძლებლობა და ჩვენ ერთად მოგვიწევს მუშაობა, ძალიან დიდი შრომა მოგვიწევს, რომ ეს ყველაფერი პრაქტიკაში დავნერგოთ. ბატონ პრემიერთან ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძლიერ სტრუქტურებზე, რომელიც გვჭირდება საქართველოში, ამ პროგრამის განხორციელებისთვის. მიგვაჩნია, რომ ეს პროექტები შეძლებენ ცვლილების განხორციელებას ადგილზე, ქვეყნის მოქალაქეებისთვის, დღეიდან, მომდევნო 5 წლის განმავლობაში და რეალობა ქვეყანაში შეიცვლება იმ ხალხისთვის, ვისაც უნდა ვაჭრობა, საქმის წარმოება, მუშაობა, სწორი უნარ-ჩვევების მიღება, ყველაფერი ეს იქნება აბსოლუტუტსად განსხვავებული დღევანდელი დღისგან, ძალიან მსგავსი იმისა, რაც ჩვენ ევროკავშირში გაგვაჩნია,“ - აღნიშნა ვარჰეიმ.