დღეს, ევროკავშირის მხარდაჭერით, „სადახლოს“ საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, გაიხსნა ახალი ინფრასტრუქტურა, რომელიც აღჭურვილია ევროპული სტანდარტების უნიკალური აპარატურით და განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარიული, და ფიტოსანიტარიული კონტროლისთვის.
ღონისძიება გახსნეს და საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმ ვინსენტ რეიმ.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლისთვის შესაბამისი პროცედურების განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ბოლო წლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სასაზღვრო ინსპექციის პუნქტების მშენებლობა/რეკონსტრუქციისა და აღჭურვის მიმართულებით.
სასაზღვრო ინსპექციის ამგვარი ცენტრი პირველია საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საზღვარზე - „სადახლოს“ საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, რომელიც წარმოადგენს ყველაზე მეტად დატვირთულ საბაჟოს ორ ქვეყანას შორის როგორც ტვირთების, ისე ფიზიკური პირების გადაადგილების კუთხით.
აღსანიშნავია, რომ „სადახლოს“ სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მშენებლობა და აღჭურვა, გათვალისწინებული იყო „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2018 და 2019 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა 2018 წელს, ხოლო მიმდინარე წელს - შენობის შიდა სამუშაოები და აღჭურვა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის რეგულაციებიდან გამომდინარე, გამოყენებულ იქნა ევროკავშირის ექსპერტების მიერ შემუშავებული სამშენებლო პროექტი.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრებზე ფუნქციონირებს კიდევ ოთხი სასაზღვრო ინსპექციის პუნქტი - ორი თურქეთის საზღვარზე, ერთი ფოთის პორტში, ერთი აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
ჩვენი პარტნიორების დახმარებით, სასაზღვრო კონტროლის განმახორციელებელი ვეტერინარებისა და ფიტოსანიტარებისთვის ჩატარდა ტრენინგები, მოხდა ადგილობრივი ტრენერების მომზადება, შემუშავდა და დამტკიცდა კონტროლის სახელმძღვანელოები, დაინერგა სხვადასხვა პროცედურები.
ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში აგებული ახალი ინფრასტრუქტურული პროექტი, ხელს შეუწყობს საერთშორისო ვაჭრობას, გააუმჯობესებს კონტროლის პროცედურებს და უზრუნველყოფს მოსახლეობისთვის ეკოლოგიურად ჯანსაღი საკვები პროდუქტებისა და სხვა საშუალებების მიწოდებას.
ახალი ინფრასტრუქტურული პუნქტის გახსნის შემდეგ, მოეწყო გამწვანების აქცია. ღონისძიების მონაწილეებამა და მებაჟე ოფიცრებმა, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე 33 ძირი ფიჭვი დარგეს.
ღონისძიებას დაესწრნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, მათ შორის, სომხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რუბენ სადოიანი, მაღალი რანგის სტუმრები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან, აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, ფინანსთა სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები და მებაჟე-ოფიცრები.
NS
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა