07.დეკემბერი .2022 00:05

საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $921 მლნ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?

საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა $921 მლნ-მდე გაიზარდა - რას ვყიდით/ვყიდულობთ?
views 1058
უკან

საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის 10 თვეში 66%-ით გაიზარდა და 921.3 მლნ დოლარი შეადგინა. შედეგად უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეზობელმა სომხეთმა 6.1%-იანი წილით მეექვსე ადგილი დაიკავა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-ოქტომბერში სომხეთიდან იმპორტი, ექსპორტს აღემატებოდა. ამ პერიოდში ქვეყნიდან სომხეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად 499.8 მლნ დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 39.5%-ით აღემატება. იმპორტირებული საქონლის დიდი წილი კი სპილენძის მადნებსა და კონცენტრატებზე მოდის.

TOP-10 იმპორტირებული საქონლის რეიტინგი:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 325.8 მლნ დოლარი;
2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები - 68.5 მლნ დოლარი;
3. საფრენი აპარატები - 14 მლნ დოლარი;
4. სიგარები, სიგარილები და სიგარეტები - 12 მლნ დოლარი;
5. ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 11.7 მლნ დოლარი;
6. ელექტროენერგია - 10.2 მლნ დოლარი;
7. ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები - 8.8 მლნ დოლარი;
8. მოლიბდენის მადნები და კონცენტრატები - 3.9 მლნ დოლარი;
9. სპილენძის შტეინი - 2.6 მლნ დოლარი;
10. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 2.2 მლნ დოლარი.

რაც შეეხება ექსპორტს, სომხეთი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში 9.3%-იანი წილით მეოთხე ადგილს იკავებს. 10 თვეში ქვეყანამ სომხეთში საქონლის ექსპორტით 421.5 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო და ექსპორტი გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 114.6%-ით გაიზარდა. ჯამური ექსპორტის ნახევარზე მეტი 274.5 მლნ დოლარი რეექსპორტზე მოდის და ექსპორტირეუბლი საქონლის ჩამონათვალშიც პირველ ადგილს სწორედ რეექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილები იკავებენ.

ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეული კი ასეთია:

1. მსუბუქი ავტომობილები - 84.2 მლნ დოლარი;
2. ბულდოზერები, ავტოგრეიდერები, ექსკავატორები, სატკეპნი მანქანები და სხვა - 17.1 მლნ დოლარი;
3. წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 12 მლნ დოლარი;
4. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით - 11.7 მლნ დოლარი;
5. აზოტოვანი სასუქები - 11.1 მლნ დოლარი;
6. კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები 8.2 მლნ დოლარი;
7. ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის - 7.6 მლნ დოლარი;
8. ღორის ხორცი ახალი ან გაყინული - 7.2 მლნ დოლარი;
9. ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან - 7 მლნ დოლარი;
10. თხილი და სხვა კაკალი - 6.9 მლნ დოლარი;

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა