29.თებერვალი .2020 10:40

„საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში“

views 181
უკან

"საქართველო ძალიან მნიშვნელოვან, გეოპოლიტიკურ როლს ასრულებს სამხრეთ გაზის დერეფნის განვითარებაში. მოგეხსნებათ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა ტრანსანატოლიური გაზსადენის ინაუგურაციას, რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენი შაჰდენიზის გაგრძელებაა, მანამდე BP-ის მიერ დასრულდა შაჰდენიზის განვითარების მეორე ფაზა, რომელიც ასევე მოგვიტანს სატრანზიტო გაზის გაზრდილ მოცულობებს, ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველო სულ უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს არამხოლოდ რეგიონში, არამედ მსოფლიოში ალტერნატიული გაზის მარშრუტების განვითარებაში“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ ბაქოში, სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მონაწილეობა მიიღო სესიაში „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები და გამოწვევები“


მინისტრის თქმით, უკვე 17-მდე სხვადასხვა ქვეყანა, ძირითადად, ევროპული სახელმწიფოები ინტერესდებიან ამ პროექტში მონაწილეობით. „საქართველო, ჩვენი მოსახლეობა აქედან მიიღებს სერიოზულ ბენეფიტებს, რადგან იზრდება გაზის ის ქვოტა, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო იღებს სწორედ ამ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებიდან. ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიმართულია ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი საწარმოების ბუნებრივი აირით უკეთესი მომარაგებისკენ“ - აღნიშნა მინისტრმა.


ნათია თურნავა ბაქოში ორდღიანი ვიზიტით, საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა. მინისტრმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრთან, ალი ასადოვთან, ასევე აზერბაიჯანის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრებთან.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა