მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო სუროგაციის ტურიზმით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა

61880c615f87a
მარიამ ადამია
07.11.21 23:02
3777
მსოფლიო მასშტაბით, სუროგაცია მხოლოდ რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული, სწორედ ამიტომ, იმ ქვეყნების მოქალაქეები, სადაც წყვილებს შვილის ყოლის ეს შესაძლებლობა არ ეძლევათ, ამ რამდენიმე ქვეყანაში მიემგზავრებიან.

იმ 6 ქვეყნიდან, რომელშიც სუროგაცია დაშვებულია, საქართველო მე-5 ადგილს იკავებს.

რეიტინგის ლიდერი აშშ-ია, რომელიც სრულად ღიაა ყველასთვის, განურჩევლად, ურთიერთობის სტატუსის, სქესის ან სამედიცინო საჭიროებისა, ამიტომაც ჩატარებული სუროგაციის პროცედურების მხრივ უცვლელად, პირველ ადგილს იკავებს. საჯარო მონაცემებით, ყოველწლიურად დაახლოებით სუროგაციის 4 000 ფაქტი ფიქსირდება.

რიგით მეორე ქვეყანა კი, კანადაა და მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის მსგავსი სტატისტიკა არ არსებობს, მაინც მოწინავე პოზიციას იკავებს, სუროგატული კლინიკების რაოდენობითა და მათზე მუდმივად მზარდი მოთხოვნის გამო.

ლიდერთა სამეულშია უკრაინა, სადაც 15-ზე მეტი სააგენტო ფუნქციონირებს, რომლებიც ხელს უწყობენ სუროგაციას. ასევე ხელმისაწვდომია შვილის გაჩენისთვის საჭირო სპეციალიზებული იურიდიული და სხვა დამხმარე სერვისები. სუროგაციის
პირველი ფაქტი ამ ქვეყანაში, 1993 წლით თარიღდება.

ორი წლის შემდეგ, მსგავსი საქმიანობა დაიწყო რეიტინგში მეოთხე ქვეყანამ, რუსეთმაც, თუმცა მეზობელ ქვეყანაში კანონმდებლობა მხოლოდ დაქორწინებულ, ჰეტეროსექსუალ წყვილებს აძლევს სუროგაციის უფლებას.

რაც შეეხება საქართველოს, ის მართალია რეიტინგში მეხუთეა, თუმცა ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის ჩვენს ქვეყანაში სუროგაცია ყველაზე ხელმისაწვდომია, ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა სუროგაციის ტურიზმის განვითარების კუთხით. აქვე აღსანიშნია, რომ ამ მომსახურებით საქართველოს მოქალაქეები იშვიათად სარგებლობენ, ერთ-ერთ მიზეზად კი სუროგაციის ღირებულება წარმოადგენს, რაც საკმაოდ მაღალია, თანხას კი არც კერძო და არც სახელმწიფო დაზღვევა არ აფინანსებს.

საქართველოში სუროგაციის სურვილით, ყველაზე მეტი წყვილი ჩინეთიდან ჩამოდის, უცხოელი პაციენტების რაოდენობით მეორე ადგილზე ისრაელია. სერვისის მისაღებად ევროპიდან, ამერიკიდან და ავსტრალიიდანაც კი ჩამოდიან.