მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო თამბაქოს 80%-ს უკრაინიდან იღებდა - ომის გამო, პარლამენტი შეფუთვის წესზე დროებით შეღავათს აწესებს

626f92044b6c6
BM.GE
02.05.22 13:29
1063
უკრაინა თამბაქოს ნაწარმის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია და საერთაშორისო კომპანიებიც საქართველოსთვის განკუთვნილი პროდუქციის მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ უკრაინაში აწარმოებენ. ომის გამო, სხვა სექტორებთან ერთად თამბაქოს წარმოებაც დაზარალდა. ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, იქამდე სანამ კომპანიები შეძლებენ საწარმოო სიმძლავრის გამართვას ამოქმედდეს გარკვეული შეღავათები, რომლებიც შეფუთვის წესებს ახლებურად დაარეგულირებს. 

შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს აპრილში წარედგინა, მისი მოსმენა დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში დღეს გაიმართა, სადაც ინიციატივის მიღებას მხარი დაუჭირეს.

საშეღავათო პერიოდი 2022 წლის 1 სექტემბრამდე იმოქმედებს. როგორც მთავრობა განმარტავს, საომარი მოქმედებების გამო, უკრაინის ტერიტორიაზე განთავსებულ ქარხნებში პროდუქციის წარმოება და მასზე სამედიცინო გაფრთხილებების განთავსება/დაბეჭდვა შეუძლებელია.

ცვლილებების პროექტის მიხედვით, კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, შეზღუდული დროით საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელონ თამბაქოს ნაწარმზე სამედიცინო გაფრთხილებების გარე გამჭვირვალე შეფუთვაზე სტიკერის სახით დაკვრა.

გარდა ამისა, თამბაქოს ნაწარმის მწარმოებელსა და იმპორტიორს შესაძლებლობა ექნებათ, ჯანდაცვის სამინისტროს ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი), თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების სამედიცინო გაფრთხილების სახისა და ნიმუშის როტაციის შესახებ, ასევე, გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის შემთხვევაში ყოველი ახალი პროდუქციის განთავსებაზე ინფორმაცია განსხვავებული წესითა და პირობებით წარუდგინონ.

2021 წლის განმავლობაში საქართველომ სულ $102 მილიონის ღირებულების თამბაქოს ნაწარმი შეიძინა, საიდანაც $78 მილიონი სწორედ უკრაინული წარმოების იყო.