მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვა $1.1 მლრდ-ია - რა გავყიდეთ და ვიყიდეთ?

61211ec93f867
ვიქტორია მღებრიშვილი
22.08.21 10:44
2506
2021 წლის იანვარ-ივლისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 7.5 მლრდ დოლარი შეადგინა. პირველი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი კი ამ პერიოდში მეზობელი თურქეთი იყო.

საქსტატის წინასწარი შედეგების მიხედვით, მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველო-თურქეთის სავაჭრო ბრუნვამ 1.1 მლრდ დოლარი შედგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.8%-ით მეტია. აქედან ექსპორტის მოცულობა 8.3%-ით გაიზარდა და ქვეყანამ თურქეთში საქონლის რეალიზებით 189.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. რაც შეეხება ექსპორტირებულ საქონელს, TOP-5 პროდუქტი, რომელიც თურქეთში გავყიდეთ არის:

1. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 42.4 მლნ დოლარი, 1 327.6 ტონა;
2. ფეროშენადნობები - 24.6 მლნ დოლარი, 19 498.3 ტონა;
3. ჯართი და შავი ლითონის ნარჩენები - 20.6 მლნ დოლარი, 48 740.7 ტონა;
4. მამაკაცისა ან ბიჭი კოსტუმები, კომპლექტები, ტრიკოტაჟისა, ნაქსოვი - 18.1 მლნ დოლარი, 728 ტონა;
5. ნახშირბადიანი ფოლადისაგან ნახევარფაბრიკატები - 14.2 მლნ დოლარი, 27 850.9 ტონა.

დანარჩენი საქონლის ექსპორტმა ჯამურად 69.7 მლნ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, იანვარ-ივლისში საქართველოდან თურქეთში 917.3 მლნ დოლარი გავიდა, რაც წინა წელთან შედარებით 17.6%-ით მეტია.

TOP-5 საიმპორტო პროდუქტი:

1. ავტომობილები, განკუთვნილი 10 კაცის ან მეტის გადასაყვანად - 35.7 მლნ დოლარი, 416 ცალი;
2. მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით - 27.9 მლნ დოლარი, 1 166 ტონა;
3. დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 27.6 მლნ დოლარი, 271 ტონა;
4. შავი ლითონების მილები, მილაკები და ღრუ პროფილები - 26.9 მლნ დოლარი, 27 443.7 ტონა;
5. მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 17.9 მლნ დოლარი, 9 741.6 ტონა.

დანარჩენი საქონელის იმპორტმა კი ჯამურად 781.2 მლნ დოლარი შეადგინა.