პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
"პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება.
აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს.
„როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს. 26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იღებს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით. 2345 ახალგაზრდა დღეს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს დღეს საქართველოში, მათ შორის 1565უკრაინულ ენაზე. 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო მხარდაჭერა, რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა, სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ უკრაინამ ოფიციალურად მიმართა საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით, რაც ეხება გენერატორების, ან ტრანსფორმატორების მიწოდებას, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღიათ.
განცხადება კასიანოვმა 6 დეკემბერს გააკეთა.
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება