მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველო ვაქცინას თავად აირჩევს“ - გამყრელიძე COVAX-თან ხელშეკრულების უპირატესობებზე

5fc4c728b8097
ინგა მურუსიძე
30.11.20 14:30
1409
როგორც ცნობილია, covid-ვაქცინა, რომელშიც საქართველო $17 მილიონს იხდის, მოქალაქეებისთვის უფასო იქნება. საქართველო ვაქცინას მომავალი წლის გზაფახულიდან ელოდება, თუმცა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე covid-ვაქცინის საქართველოში შემოტანასა და ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. "ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება, ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან, - აღნიშნა მან. 

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე covid-ვაქცინის საქართველოში შემოტანასა და ვაქცინაციის დაწყების სავარაუდო პერიოდზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. "ჩვენ ვმუშაობთ COVAX პლატფორმასთან, მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკება, ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე რამდენიმე კომპანიასთან, - აღნიშნა მან.

ამირან გამყრელიძის შეფასებით, საქართველოს ძალიან კარგი ხელშეკრულება აქვს COVAX პლატფორმასთან, რაც ნიშნავს იმას, რომ ქვეყანამ გადაიხადა წინასწარი შენატანი 4.5 მლნ-ზე ცოტა მეტი იმ პირობით, რომ ვაქცინას თავად აირჩევს.

„ანუ რასაც გიკარნახებენ, იმას კი არ შემოიტან, არამედ შენით აირჩევ. დიდი ალბათობით, ჩემი გადასახედიდან, სადღაც მარტი-აპრილისთვის იქნება ეს, მაგრამ ამავდროულად საბჭოს დავალებაა და ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ შესყიდვებზე, გარდა COVAX პლატფორმისა, რამდენიმე კომპანიასთან. პარასკევსაც გვქონდა დიდი ტელეკონფერენცია AstraZeneca-სთან და Oxford-ის ვაქცინასთან ე.წ. პირდაპირ შესყიდვებთან დაკავშირებით. ასევე, ჩვენი საელჩოების მეშვეობით ვმუშაობთ რამდენიმე ქვეყანასთან, მწარმოებლებთან,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ მიმდინარეობს პირდაპირი მოლაპარაკებები მწარმოებლებთან, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა, ვაქცინა შემოვიდეს მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში გავრცელდება.

ამასთან, როგორც NCDC-ის ხელმძღვანელმა განმარტა, COVAX პლატფორმა, სადაც, დაახლოებით, 170 ქვეყანაა გაერთიანებული, არა კონკრეტულად ერთ ვაქცინას შეისყიდის, არამედ შეიძენს რამდენიმე მილიარდ ვაქცინას Oxford-ის, AstraZeneca-ს, Pfizer-ის, GlaxoSmithKline-ის და სხვა მწარმოებლებისგან, საქართველოს კი, არჩევანის გაკეთების საშუალება ექნება, ვინაიდან წინასწარი შენატანი აქვს გაკეთებული.

„ჯერჯერობით, ვაქცინაცია დააანონსეს იმ ქვეყნებმა, რომლებიც თვითონ აწარმოებენ ვაქცინებს, მათ შორისაა აშშ, ბრიტანეთი, გერმანია და ასევე საფრანგეთი, რომლის ერთ-ერთი ცნობილი ფრანგული ფირმა ასევე მალე განაცხადებს ვაქცინის მზადყოფნაზე. ამ ეტაპამდე, არც ერთი ვაქცინა არ არის დამტკიცებული არც FDA-ის მიერ, არც ევროპის წამლის სააგენტოსა და არც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ამას ელოდებიან ძირითადად დეკემბრის შუა რიცხვებში, 15-დან 20-მდე, თუმცა არსებობს ე.წ. დამტკიცების ფორმა ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების შესახებ, ე.წ. Emergency Use - ასეთი ფორმა აქვთ FDA-ის, ევროპის წამლის სააგენტოსა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, რომლებმაც შეიძლება მისცენ ვაქცინას მწვანე გზა დეკემბრის შუა რიცხვების შემდეგ, ამიტომ შესაძლებელია ამ ქვეყნებმა დაიწყონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

covid-ვაქცინა, რომელშიც საქართველო $17 მილიონს იხდის, მოქალაქეებისთვის უფასო იქნება