12.თებერვალი.2016 16:04
ეკონომიკა

საქართველო წელს მეტი საერთაშორისო დაფინანსების მიღებას შეეცდება და ევრობონდების ემისიას არ გამორიცხავს

საქართველო წელს მეტი საერთაშორისო დაფინანსების მიღებას შეეცდება და ევრობონდების ემისიას არ გამორიცხავს
საქართველომ, შესაძლოა წელს ევრობონდები გამოუშვას და ასევე განიხილავს საერთაშორისო ორგანიზაციებისგან დამატებითი ფინანსური რესურსის მოზიდვის საკითხს, ეკონომიკის შენელებასთან საბრძოლველად, რაც მეზობელ სახელმწიფოებში არსებული პრობლემებით არის პროვოცირებული, - განუცხადა Reuters-ს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.
 
კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა, ეკონომიკაში უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, აშშ-ში და სხვა ქვეყნებში პრეზენტაციებს გამართავს. პრემიერმა დააზუსტა, რომ პრეზენტაციები ამ წლის მეორე კვარტალში იგეგმება.

"ვერ ვიტყვი, მოგვიწევს თუ არა ევრობონდების გამოშვება, მაგრამ თუ ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობის დაჩქარება დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს, მათ შორის ევრობონდებს, რასაკვირველია ამას გავაკეთებთ, სავარაუდოდ, წელს მოგვიანებით".

საქართველომ 10-წლიანი $500 მლნ-ის მოცულობის ბონდები 2011 წელს გამოუშვა და მაშინვე გამოისყიდა $417 მლნ-ის 5-წლიანი ქაღალდები, რომლებიც 2008 წელს ჰქონდა ემიტირებული.

"წელს 3%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს დაგეგმილი და ვფიქრობ, ეს მიღწევადია", - განაცხადა საქართველოს პრემიერმა.

ის თვლის, რომ ერთი ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ეკონომიკა და შემოსავლები 1 სულ მოსახლეზე, ევროპულ სტანდარტებს უპასუხებს.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველო გააგრძელებს NATO-ს წევრობისკენ სწრაფვას და ასევე პრაგმატული პოლიტიკის განვითარებას რუსეთთან. "ჩვენი გეგმები NATO-თან და ევროკავშირთან დაკავშირებით, რუსეთმა არ უნდა განიხილოს როგორც კონფრონტაციის ნიშანი", -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

21.აპრილი.2019 16:15
147

"ხომ ძმები ვართ, რისი გულისთვის? აგერ მოვედი და ვილაპარაკოთ“, - გახარია პანკისელებს მიმართავს

ვრცლად
21.აპრილი.2019 15:41
267

აბრამიშვილი: “ხადორი 3”-ის გარემოზე ზეგავლენა გზის ან სასტუმროს აშენების ტოლფასი იქნება

ვრცლად
21.აპრილი.2019 15:00
279

რატომ შეიყვანა შსს-მ პანკისის ხეობაში სპეცრაზმი? - ეკონომიკის სამინისტროს განმარტება

ვრცლად
21.აპრილი.2019 14:49
177

რა პოზიცია აქვს ეკონომიკის სამინისტროს პანკისში ხადორი-3-ის მშენებლობასთან დაკავშირებით

ვრცლად
21.აპრილი.2019 14:19
42

რა გავლენა აქვს ბიზნესზე ეკონომიკის მინისტრების ხშირ ცვლას - ბიზნესომბუდსმენის პასუხი

ვრცლად
21.აპრილი.2019 13:45
76

პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვების გაშლა დაიწყო

ვრცლად