მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო წითელი ზონის ქვეყნად ბრიტანეთმაც გამოაცხადა

610ba18f3bb45
ნინი ლონგურაშვილი
05.08.21 12:30
2967
დიდი ბრიტანეთის მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც წითელი ზონის სიაში შეჰყავს. მათ შორის მოხვდა საქართველოც.

განახლებული ინფორმაციის თანახმად, საქართველო წითელი ზონის ქვეყნების სიაში 8 აგვისტოს, დილის 4 საათიდან შევა. საქართველოს გარდა, ამ სიას მექსიკა, საფრანგეთის ზღვისიქითა დეპარტამენტი მაიოტა და კუნძული რეიუნიონი შეემატება.

დიდი ბრიტანეთის განცხადებაში წერია, რომ ეს ქვეყნები (საქართველო, მაიოტა, მექსიკა და რეიუნიონი) წარმოადგენენ გაერთიანებული სამეფოს მოსახლოების ჯანმრთელობისთვის მაღალ რისკს. წითელი ზონის ქვეყნებიდან ბრიტანეთში მიმავალმა ვიზიტორმა უნდა გაიკეთოს კოვიდ-ტესტი, დაჯავშნოს კოვიდ-სასტუმრო ბრიტანეთში კარანტინის გასავლელად, რომელშიც ასევე შევა ორი კოვიდ-ტესტიც და შეავსოს სპეციალური ფორმა. ამ პროცედურების გავლა დასჭირდებათ მათაც, რომლებიც იქნებიან სრულად აცრილები.

8 აგვისტოდან ბრიტანეთს ცალკეული ქვეყნები მწვანე სიაშიც გადაჰყავს. ესენია: ავსტრია, გერმანია, ლატვია, ნორვეგია, რუმინეთი, სლოვაკეთი და სლოვენია. ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ ისინი ქვეყნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობისთვის საფრთხეს აღარ წარმოაგდენენ.

გარდა ამისა, საფრანგეთიდან ბრიტანეთში ჩასულებს კარანტინი აღარ დასჭირდებათ, თუ ისინი სრულად აცრილები იქნებიან.

ბაჰრეინი, ინდოეთი, კატარი და არაბეთის გაერთიანებული საამიროები ასევე გადადიან იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ეპიდ-ვითარება გაუმჯობესდა. 

ყველა ცვლილება 2021 წლის 8 აგვისტოს, კვირას, დილის 4 საათზე ამოქმედდება.