მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ყველა ფინანსურ სანქციასა და საერთაშორისო რეზოლუციაში მონაწილეობს - პრეზიდენტი

6246af4c503c4
მარიამ ვარადაშვილი
01.04.22 12:04
794
საქართველოს პრეზიდენტმა CNN-ის ეთერში უკრაინის მხარდაჭერაზე ისაუბრა. კერძოდ, ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა საქართველოს მთავრობის უარს შეერთებოდა სანქციებს. სალომე ზურაბიშვილმა ამის საპასუხოდ თქვა, რომ საქართველო უკრაინის მხარდამჭერ ყველა საერთაშორისო რეზულუციას შეუერთდა. 

“უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვმონაწილეობთ ყველა საერთაშორისო ფინანსურ სანქციაში. ამავე დროს ჩვენ ვმონაწილეობდით ყველა საერთაშორისო რეზოლუციაში, რაც უკრაინის მხარდასაჭერად იქნა მიღებული. ჩემი აზრით, ცოტა გაზვიადებულია იმის თქმა, რომ დიდი სხვაობაა მთავრობის განცხადებებსა და [ჩვენს] შორის. თუ ჩამოხვალთ თბილისში და ვიმედოვნებ ასე იქნება, ყველგან უკრაინის დროშებია. საქართველოს მოსახლეობისგან ბევრი ინიციტია იყო იმისთვის, რათა ეჩვენებინათ საკუთარი სოლიდარობა და მხარდაჭერა. როგორც უკვე აღვნიშნე, რუსეთის აგრესიის ორსაუკუნოვანი საერთო ისტორია გვაქვს და ვიცით, რას ნიშნავს ეს და ვფიქრობ, უკრაინის მიმართ ნამდვილად სოლიდარულნი ვართ”,-ამბობს ზურაბიშვილი.

რაც შეეხება სამხედრო აღჭურვილობით უკრაინის დახმარებას, ზურაბიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ამ მხრივ დიდი შესაძლებლობები არ აქვს და ვისაც  სამხედრო თვალსაზრისით უკრაინის დახმარება შეუძლია მათ ამისთვის მეტი უნდა გააკეთონ.

“თუ კითხვა უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის გაგზავნას ეხება, ვფიქრობ, ეს ღიმილის მომგვერილია, რადგან საქართველოს ამ მხრივ მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანა არ შეუძლია. ძალიან ბევრი ქვეყანაა, რომლებსაც მე-5 მუხლი იცავთ და მათ ეს შეუძლიათ”,-აცხადებს ზურაბიშვილი.