23.სექტემბერი .2021 22:39

საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა - „SIRHA 2021“-ზე წარდგება

საქართველო ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა - „SIRHA 2021“-ზე წარდგება
views 346
უკან

საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, ქართველი შეფმზარეულები, გასტრონომიული საზოგადოების წარმომადგენლები საფრანგეთში მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენა „Sirha 2021“-ში მიიღებენ მონაწილეობას.

საფრანგეთში გასტრონომიული კონკურსი “Bocuse-d’Or” (87 კონკურსანტი ქვეყნიდან ფინალურ შეჯიბრში 21 ქვეყნის წარმომადგენელი იასპარეზებს) და მის პარალელურად მიმდინარე გრანდიოზული გამოფენა „სირჰა“ 23-27 სექტემბერს გაიმართება.

საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ გამოფენაზე თიხის კეცების კონცეფციის შთაგონებით შექმნილი სტენდით წარდგება. საქართველოში ქვევრის, თიხის ჭურჭლისა და კეცის წარმოება უძველესი არტეფაქტებით დასტურდება.

საქართველოს მონაწილეობა საერთაშორისო გასტრონომიულ გამოფენაში ხელს უწყობს ქართული გასტრონომიული კულტურის პოპულარიზაციას, გასტროტურიზმის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. გამოფენაზე ათიათასობით სტუმარს საშუალება ექნება გაეცნოს ქართულ პროდუქტებს.

2019 წელს საქართველო ოფიციალურად გახდა Bocus d’or-ის ოჯახის წევრი და პროექტ „Georgia – The Art of Feast – საქართველო, როგორც სუფრის ხელოვნებას“ ჩაეყარა საფუძველი, რომლის ფარგლებშიც, საქართველო საერთაშორისო გამოფენა „სირჰა 2019“-ზე წარსდგა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა