მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 2021 წელს ექსპორტზე $141.8 მლნ-ის მინერალური და მტკნარი წყლები გავიდა - TOP-10 ქვეყანა

61f50414cd7b2
ვიქტორია მღებრიშვილი
29.01.22 13:10
1106

2021 წელს საქართველომ საქონლის ექსპორტით 4.242 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2020 წლის ექსპორტის მაჩვენებელს 26.9%-ით აღემატება. ამ პერიოდში მინერალურმადა მტკნარმაწყლებმა უმსხვილეს საექსპორტო სასაქონლო ჯგუფების ათეულში 3.3%-იანი წილით მერვე ადგილი დაიკავა. შედეგად,  გასულ წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 141.8 მლნ დოლარის ღირებულების 259078 ტონა მინერალური და მტკნარი წყალი გავიდა. ექსპორტით მიღებული შემოსავალი კი 2020 წლის მაჩვენებელს 21.6%-ით აღემატება. (116.5 მლნ დოლარი, 213176 ტონა).

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება. ხოლო TOP-10 უმსხვილესი ბაზარი, სადაც წყალს ვყიდით ასეთია:

  1. რუსეთი - 60.9 მლნ დოლარი, 107 429 ტონა;
  2. უკრაინა - 26.2 მლნ დოლარი, 60 036 ტონა;
  3. ლიეტუვა - 18.6 მლნ დოლარი, 29 093 ტონა;
  4. ყაზახეთი - 12.6 მლნ დოლარი, 21 268 ტონა;
  5. ბელარუსი - 8.1 მლნ დოლარი, 16.3 ტონა;
  6. უზბეკეთი - 3.9 მლნ დოლარი, 5 861 ტონა;
  7. აშშ - 2.4 მლნ დოლარი, 2 593 ტონა;
  8. აზერბაიჯანი - 1.5 მლნ დოლარი, 6 722 ტონა;
  9. ისრაელი - 1.4 მლნ დოლარი, 2 117 ტონა;
  10. მოლდოვა - 1.3 მლნ დოლარი, 1 713 ტონა.

გარდა ამ ქვეყნებისა მტკნარი და მინერალური წყლების ექსპორტი გერმანიაში, ყირგიზეთში, კანადაში, ტაჯიკეთში, თურქმენეთში, გაერთიანებულ სამეფოში, სომხეთში, თურქეთში, ვიეტნამში, კვიპროსში, ბულგარეთში, ჩინეთში, მონღოლეთში და საბერძნეთში განხორციელდა. ამ მიმართულებით გატანილი წყლების ღირებულება 1 მლნ დოლარამდე იყო. შედარებით მცირე რაოდენობით მინერალური და მტკნარი წყლები პოლონეთში, კორეაში, ჩეხეთში, ყატარში, ავსტრალიასა, ლატვიასა და სხვა ქვეყნებში გავიდა.