მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან $2.2 მილიონის ვაშლია ექსპორტირებული, მთავარი ბაზარი რუსეთია

5fbccafd630b5
თელარა გელანტია
24.11.20 12:56
507
2020 წლის 1 აგვისტოდან 23 ნოემბრამდე პერიოდში განხორციელდა 5 045 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 12-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 1.9 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ, 4 884 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.