მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან 2,648 ტონა თხილია ექსპორტირებული - სად იყიდება ქართული თხილი

5f5b2f895bf56
თელარა გელანტია
11.09.20 12:02
1631
მიმდინარე წლის 10 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოდან 2,648 ტონა თხილია ექსპორტირებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ამავე პერიოდში 1,599 ტონა თხილი გავიდა ექსპორტზე.

ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, გერმანიაში (789 ტონა), იტალიაში(511 ტონა), ჩეხეთში (198 ტონა), ესპანეთში (127 ტონა), პოლონეთში (88 ტონა), საფრანგეთში (81 ტონა), ლიეტუვაში (62 ტონა), საბერძნეთში (30 ტონა), ავსტრიაში (22 ტონა), ესტონეთსა (22 ტონა) და ლატვიაში (21 ტონა).

ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: სომხეთი (202 ტონა), რუსეთი (109 ტონა), უკრაინა (61 ტონა), ბელარუსი (43 ტონა), ბრაზილია (38 ტონა), მექსიკა (25 ტონა) და დიდი ბრიტანეთი (22 ტონა).

წელს თხილის დაბინავების პროცესში ჩართულია 30-ზე მეტი საწარმო.

ცნობისთვის: 2020 წელს თხილის საპროგნოზო მოსავალი 50 ათასი ტონაა.