მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ადგილობრივი ექსპორტი შემცირდა - სად ფიქსირდება კლება?

64181573b707a
ვიქტორია მღებრიშვილი
20.03.23 12:41
795
2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 914 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 20.3%-ით მეტია.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციით, მთლიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტის წილი 54.3% პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.6%-ით შემცირდა და 497 მილიონ 200 ათას დოლარს გაუტოლდა.

2023 წლის იანვარ-თებერვალში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 82.2% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორები იყვნენ:

1. რუსეთი - 107 მლნ დოლარი, ზრდა - 33.5%;
2. ჩინეთი - 106.1 მლნ დოლარი, ზრდა - 17.9%;
3. თურქეთი - 57.1 მლნ დოლარი, ზრდა - 2.1%;
4. ბულგარეთი - 34.5 მლნ დოლარი, კლება - 58.8%;
5. სომხეთი - 26.2 მლნ დოლარი, ზრდა - 66.1%;
6. ესპანეთი - 19.8 მლნ დოლარი, ზრდა - 597 %;
7. პერუ - 17 მლნ დოლარი, კლება - 5.9 %;
8. აზერბაიჯანი - 16 მლნ დოლარი, ზრდა - 11.5%;
9. შვეიცარია - 13.5 მლნ დოლარი, კლება - 4.7%;
10. აშშ - 11.1 მლნ დოლარი, კლება - 71.6%.

სხვა ქვეყნების მიმართულებით ადგილობრივი ექსპორტი 37.4%-ით შემცირდა და ჯამში 88.6 მლნ დოლარი შეადგინა.

ქვეყნების ჯგუფების მიხედვით, დსთ-ის ქვეყნებში ადგილობრივი ექსპორტი 5.2%-ით გაიზარდა და 170 მილიონ 717 ათასი დოლარი შეადგინა. ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით ექსპორტირებული 38.2%-ით შემცირდა და ქვეყანამ საქონლის ექსპორტით მხოლოდ 87 მილიონ 711 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო.

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების საქონელს, რომელიც 2023 წლის იანვარ-თებერვალში ექსპორტზე გავიდა, პირველი ათეული ასე გამოიყურება:

1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - 143.3 მლნ დოლარით, კლება - 8.3%-ია;
აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 28.8 პროცენტს
შეადგენს;
2. ფეროშენადნობები 71.7 მლნ დოლარით, კლება - 28.6%;
3. ყურძნის ნატურალური ღვინოები - 34.4 მლნ დოლარი, ზრდა - 3.7%;
4. აზოტოვანი სასუქები - 21 მლნ დოლარი, კლება - 63.8%;
5. დაუმუშავებელი ოქრო - 16.3 მლნ დოლარი, ზრდა - 21.7%;
6. თხილი და კაკალი - 15.5 მლნ დოლარი, ზრდა - 19.3%;
7. მინერალური და მტკნარი წყლები - 15.1 მლნ დოლარი, კლება - 35.2%;
8. სპირტიანი სასმელები - 13.6 მლნ დოლარი, ზრდა - 4.1%;
9. ძვირფასი ლითონების მადნები - 12.5 მლნ დოლარი, ზრდა - 19.8%;
10. ტრიკოტაჟის ნაწარმი - 10.4 მლნ დოლარი, კლება - 20.3%.

სხვა საქონელის ადგილობრივი ექსპორტი ჯამში 18%-ით გაიზარდა და 142.9 მლნ დოლარი შეადგინა.