მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ავტომობილების საექსპორტო მიმართულებებს ახალი ქვეყნები დაემატა – "კავკასუს ავტო იმპორტი"

5f90659e5d5ba
ანუკა ჯოხაძე
21.10.20 22:00
2236
”ავტომობილების საექსპორტო მიმართულებებს ერაყი, ყირგიზეთი, მოლდოვა და ტაჯიკეთი დაემატა”- ამის შესახებ BM.GE-ის "კავკასუს ავტო იმპორტის" გაყიდვების დეპარტამენტის დირექტორმა ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა.

როგორც ვეკუა ამბობს, რეექსპორტის მიმართულებით მოლოდინები ბევრად უფრო ნეგატიური იყო, თუმცა რეალობამ სხვა შედეგები აჩვენა. მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ჯამურად ქვეყნიდან ავტომობილების რეექსპორტი შემცირებულია, პანდემიის პერიოდში შეინიშნება ახალი ბაზრები, საიდანაც ავტომობილებზე მოთხოვნა გაიზარდა.

"კავკასუს ავტო იმპორტის" გაყიდვების დირექტორი ამბობს, რომ რეექსპორტი შენარჩუნებულია ასევე ტრადიციულ ბაზრებზე - აზერბაიჯანსა და უკრაინაში.

“რეექსპორტის მიმართულებით მოლოდინები გაცილებით პესიმისტური იყო, ვიდრე რეალობა, მაგრამ როგორც ჩანს, ბაზარი სწრაფად გადაეწყო დისტანციურ მუშაობაზე. რეექსპორტის მაჩვენებელში შემცირება არც ისეთი დიდია. ამას გარდა, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დაემატა ახალი ბაზრები, რომელთაც გაჰყავთ საქართველოდან ავტომობილები. ისეთები როგორებიცაა ერაყი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი. საქართველო მაინც ყველა ვარიანტში ინარჩუნებს იმ ჰაბის ფუნქციას, რაც ჰქონდა ათწლეულის განმავლობაში ავტომობილებთან მიმართებით.”-ამბობს ალექსანდრე ვეკუა.

ცნობისთვის, 2020 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს ექსპორტი 12.1%-ით შემცირდა და $2.4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის 10 უმსხვილესი საექსპორტო საქონლიდან 6-ის ექსპორტი შემცირებულია. მათ შორის ყველაზე მკვეთრი ვარდნა შეიმჩნევა ავტომობილების ექსპორტში(-37%).