მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 36%-ით შემცირდა

5fa154c35fe76
შოთა ტყეშელაშვილი
04.11.20 10:15
1098

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირებულია. ესკოს მონაცემებით, 2020 წლის 9 თვეში საქართველოდან 152 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გავიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 36%-ით ნაკლებია. 

ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზები ადგილობრივი გენერაციის კლება და მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებაა. შემცირებულია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე საქართველოშიც. 

ელექტროენერგიის მოხმარებამ ფაქტობრივად იმავე ტემპით იკლო რა ტემპითაც, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. ჯამურად 2020 წლის 9 თვეში ქვეყანამ 6.4%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს ქვეყანამ 8.95 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 615 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია. 

მაღალი ალბათობით, ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2021 წლამდე არ დაუბრუნდება.