მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი 37%-ით შემცირდა

5fb1a11383621
შოთა ტყეშელაშვილი
16.11.20 09:40
950
საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი შემცირებულია. ესკოს მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში საქართველოდან 153.7 მილიონი კილოვატ საათი ელექტროენერგია გავიდა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37%-ით ნაკლებია. 

ექსპორტის შემცირების მთავარი მიზეზები ადგილობრივი გენერაციის კლება და მეზობელ ქვეყნებში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის შემცირებაა. შემცირებულია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე საქართველოშიც. 

ელექტროენერგიის მოხმარებამ ფაქტობრივად იმავე ტემპით იკლო რა ტემპითაც, ქვეყნის ეკონომიკა შემცირდა. ჯამურად 2020 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანამ 6%-ით ნაკლები ელექტროენერგია მოიხმარა. 

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, წელს ქვეყანამ 9.89 მილიარდი კილოვატ საათი ელექტროენერგია მოიხმარა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 638 მილიონი კილოვატ საათით ნაკლებია.

სავარაუდოდ, ადგილობრივი მოხმარების კლების გამო, შემცირებულია იმპორტიც და ის 1.05 მილიარდ კილოვატ საათს შეადგენს. 2019 წელს ეს რიცხვი 1.2 მილიარდ კილოვატ საათს აღემატებოდა.

მაღალი ალბათობით, ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წლის დონეს 2021 წლამდე არ დაუბრუნდება.