მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან ექსპორტზე 2.4 ტონა ოქრო გავიდა - TOP 5 ექსპორტიორი კომპანია

5e1844bea66a9
თელარა გელანტია
10.01.20 14:40
5417
2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოდან ექსპორტზე 2.4 ტონა დაუმუშავებუელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ საქსტატიდან გამოითხოვა.

საანგარიშო პერიოდში ოქროს ექსპორტიდან საქართველომ 67 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო.

როგორც ირკვევა, ჩვენი ქვეყნიდან ოქროს ექსპორტი სამ ქვეყანაში განხორციელდა. მათგან მთავარი საექპორტო ბაზარი შვეიცარიაა, სადაც 59.5 მლნ დოლარის ოქრო გავიდა; შემდეგ მოდის არაბთა გაერთიანებული საემიროები 6.1 მლნ დოლარით და თურქეთი, სადაც 1.5 მლნ დოლარის ექსპორტი განხორციელდა.

რაც შეეხება საქართველოდან დაუმუშავებელი და ნახევრადდამუშავებული ოქროს TOP-5 ექსპორტიორ კომპანიას, ხუთეული ასე გამოიყურება:

1. შპს "რიკო-კრედიტი"
2. შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესი“
3. შპს RMG Gold
4. შპს „ავაზა“
5. შპს „სასწორი“

ცნობისთვის: კომპანიების ჩამონათვალი რეიტინგის მიხედვით არაა დალაგებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები