24.ნოემბერი .2022 15:55

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი და იმპორტიორი TOP-10 კომპანია

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი და იმპორტიორი TOP-10 კომპანია
views 1213
უკან

2022 წლის 10 თვეში საქართველოდან EU-ში $715 მილიონის ღირებულების საქონელი გაიტანა, რაც წინა წელთან შედარებით 32%-ით მეტია. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ეს EU-ში საქართველოს ექსპორტის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში ევროკავშირის ქვეყნების წილი საქართველოს ექსპორტში 16%-მდეა.

წლების მიხედვით (10 თვე) EU-ში ექსპორტი ასე იცვლებოდა: 2017 წელი - $528 მილიონი,  2018 წელი - $584 მილიონი; 2019 წელი - $651 მილიონი; 2020 წელი - $557 მილიონი; 2021 წელი - $539 მილიონი; 2022 წელი - $715 მილიონი.

თანხობრივად, წლევანდელ ექსპორტში პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რაც $363 მილიონს შეადგენს. წინა წელთან შედარებით, ეს თანხა 67%-ით არის გაზრდილი. თუმცა მნიშვნელოვანია გარემოება, რომ ამ საქონლის ექსპორტის უდიდესი ნაწილი სინამდვილეში რეექსპორტს წარმოადგენს.

მეორე ადგილს თხილის ექსპორტი იკავებს, რაც წინა წელთან შედარებით 28%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ყველაზე მაღალი ტემპით - 645%-ით ევროკავშირში საქართველოში დამზადებული ტანსაცმლის ექსპორტი გაიზარდა, რამაც $15 მილიონს მიაღწია.

უმსხვილესი TOP-10 ექსპორტიორი კომპანია ევროკავშირის ქვეყნებში:

აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი;
სს RMG Copper;
სს რუსთავის აზოტი;
შპს Caucasian Metals Terminal;
შპს აგრიჯორჯია;
შპს ატლანტიკ საქართველო;
შპს კ და ქართული სპირტი;
შპს ჭიათურმანგანუმ ჯორჯია;
შპს ჯეორჯიან პროდაქტს;
შპს ჰანდლერ კორპორეიშენ;

რაც შეეხება იმპორტს, წელს ათ თვეში საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში $2.4 მილიარდის საქონელი იყიდა.

EU-დან იმპორტი წლების მიხედვით ასე იცვლებოდა (10 თვე): 2017 წელი - $1.73 მლრდ, 2018 წელი - $2 მლრდ; 2019 წელი - $1.88 მლრდ; 2020 წელი - $1.5 მლრდ; 2021 წელი - $1.84 მლრდ; 2022 წელი - $2.4 მლრდ.

უმსხვილესი TOP-10 იმპორტიორი კომპანია ევროკავშირის ქვეყნებში:

სს გეფა;
სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია;
სს კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია;
შპს ავერსი-ფარმა;
შპს აკა;
შპს ალტა;
შპს ლუკოილ-ჯორჯია;
შპს პსპ ფარმა;
შპს რომპეტროლ საქართველო;
შპს ჯე ტრეიდ.

ცნობისთვის, ექსპორტიორი და იმპორტიორი კომპანიები რეიტინგის მიხედვით არ არის დალაგებული.