მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან კოსტუმების, პერანგების და სხვა ტანსაცმლის ექსპორტი $89.9 მლნ-მდე გაიზარდა

5dd41542986af
შოთა ტყეშელაშვილი
19.11.19 20:18
3103
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის 10 თვის განმავლობაში საქართველოდან ტანსაცმლის, კერძოდ მამაკაცის კოსტუმების, პალტოების, ქალის ბლუზების, მაისურებისა და სხვა დასახელების ტანსაცმლის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ $89,885,900 დოლარი ( 267.3 მილიონი ლარი) შეადგინა. ეს 2018 წელთან შედარებით 36%-ით მეტია.

ცალკეული დასახელების ტანსაცმლის ნაწარმს შორის, ყველაზე დიდი ექსპორტი მაისურებზე მოდის, რომლის ღირებულებაც $31.9 მილიონს შეადგენს, მეორე ადგილზე $11.6 მილიონის ექსპორტით მამაკაცის კოსტუმებია, მესამეზე კი, 11.5 მილიონით ქალის კოსტუმები და კომბინიზონები მოდის.

საქსტატის მონაცემები სრულ ექსპორტს ასახავს, შესაბამისად მასში რეექსპორტიც შედის, რის გამოც რთულია დაზუსტებით იმის თქმა თუ რამდენი იყო აქედან რეალურად საქართველოში დამზადებული პროდუქტი.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოში არსებული ტანსაცმლის ფაბრიკები არაერთი საერთაშორისო ბრენდის კონტრაქტორები გახდნენ. მათ შორისაა, ZARA, H&M, Bershka, Nike, Marks & Spencer, New Balance, Puma და სხვა ბრენდების პროდუქცია იკერება.

ნაწარმის ნაწილი საქართველოში მხოლოდ ნაწილობრივ მუშავდება, რის შემდეგაც ის საბოლოო დამუშავებისთვის თურქეთში იგზავნება, ტანსაცმლის ნაწილი კი, სრულად საქართველოში მზადდება და შესაბამის იარლიყს - Made in Georgia-საც ატარებს.