მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოდან სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აიკრძალა - "საქართველოს ფოსტა"

5e58cddaef892
ინგა მურუსიძე
28.02.20 12:24
1667
დღეიდან საქართველოდან სამედიცინო დანიშნულების ნიღბის გაგზავნა აიკრძალა, - ამის შესახებ "საქართველოს ფოსტის" განცხადებაშია ნათქვამი. 

ფოსტა მომხმარებელს აფრთხილებს, რომ პირბადეების გაგზავნის აკრძალვა ეხება ყველა გადამზიდავ კომპანიას.

"საქართველოს ფოსტა" გაცნობებთ, რომ 2020 წლის 27 თებერვლიდან იკრძალება საქართველოს ფარგლებს გარეთ საფოსტო გზავნილით (მიუხედავად გზავნილის სახეობისა), ნებისმიერი რაოდენობის სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნა.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ აკრძალვის მიუხედავად, გამგზავნის მიერ სამედიცინო დანიშნულების ნიღბის (პირბადის) გაგზავნის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილი შესაძლებელია დაექვემდებაროს ჩამორთმევას ან უკან დაბრუნებას. ამასთან, ასეთ შემთხვევაში, გამგზავნს არ აუნაზღაურდება მის მიერ გადახდილი საფოსტო გზავნილის გაგზავნის ღირებულება", - ნათქვამია ფოსტის განცხადებაში.