11.თებერვალი.2019 11:17
ეკონომიკა

საქართველოდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი 2018 წელს 60 მლნ კუბური მეტრით შემცირდა

საქართველოდან სომხეთში ბუნებრივი აირის ტრანზიტი 2018 წელს 60 მლნ კუბური მეტრით შემცირდა
2018 წლის განმავლობაში საქართველოს მაგისტრალური მილსადენის გავლით, სომხეთს 1.93 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი მიეწოდა.

ამის შესახებ გაზისა და ნავთობის კორპორაციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან გახდა ცნობილი. გაზის ეს მოცულობა 2017 წელთან შედარებით 60 მილიონი მეტრ კუბით ნაკლებია.

საქართველოსა და “გაზპრომ ექსპორტს” შორის ბუნებრივი აირის ტრანზიტზე განახლებული ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა, რის გამოც, უკვე 42 დღეა სომხეთს ბუნებრივი აირი იურიდიული სტატუსის გარეშე მიეწოდება.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ სატრანზიტო ხელშეკრულების პირობები გაუმჯობესდეს. კონტრაქტის საიდუმლო სტატუსიდან გამომდინარე, ინფორმაცია იმის შესახებ თუ რა შეიცვლება მასში, სავარაუდოდ ასევე საიდუმლოდ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლიდან საქართველო სატრანზიტო ბუნებრივი აირის 10%-ის ნაცვლად ფულად ანაზრაურებას იღებს. როგორც ცნობილია, თანხობრივად ეს ანაზღაურება უფრო ნაკლებია, ვიდრე იმ ბუნებრივი აირის ღირებულება, რასაც ქვეყანა უფასოდ იღებდა.

ამასთანავე, კრემლმა სომხეთისთვის ბუნებრივი აირის ღირებულების გაძვირების პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. პირველი იანვრიდან გაზპრომი სომხეთს 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს $150-ის ნაცვლად, $165-ად აწვდის.

სომხეთი “გაზპრომისთვის” ერთ-ერთი ყველაზე მცირე საექსპორტო ბაზარია და ის რუსული ექსპორტის 1%-ზე ნაკლებს შეადგენს. 2017 წელს “გაზპრომ ექსპორტმა” 194 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი გაყიდა.

საქართველოდან თურქეთის მიმართულებით გატარებული ბუნებრივი აირის მოცულობა კი, მზარდია. 2018 წელს შაჰ-დენიზის მილსადენის მეორე ხაზის გახსნის შედეგად, საქართველოზე გატარებული სატრანზიტო გაზის მოცულობა 1 მილიარდი მეტრ კუბით გაიზარდა. მთლიანობაში მილსანდენის დატვირთვამ 7.13 მილიარდი მეტრ კუბი შეადგინა.

მას შემდეგ, რაც TANAP-ის პროექტის გაგრძელება, ტრანსადრეატიკული მილსადენი (TAP) აშენდება, საქართველოზე 22 მილიარდი მეტრ კუბი ბუნებრივი აირი გაივლის.



ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი

24.აპრილი.2019 00:30
18

Tesla 2020 წლისთვის თვითმართვად ტაქსებს გამოუშვებს

ვრცლად
23.აპრილი.2019 23:00
72

ვანო მაჭავარიანი: იპოთეკური სესხები ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას და მჯერა, ასე გაგრძელდება

ვრცლად
23.აპრილი.2019 22:00
225

„ზოგიერთ უწყებებში, სსიპ-ებში შეიძლება იყოს უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე - საჭიროა“

ვრცლად
23.აპრილი.2019 20:25
103

მეჩაიეთა ასოციაცია ანტიდემპინგური კანონის შემოღებას ითხოვს

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:05
75

ფინანსთა მინისტრი: ამ ეტაპზე, საბანკო რეგულაციების გადახედვის საჭიროება არ დგას

ვრცლად
23.აპრილი.2019 19:00
106

მაჭავარიანი - "მე რატომ უნდა გითხრათ, რა დაჯდა ვალების ჩამოწერა? ჰკითხეთ ბანკებს და ქართუს"

ვრცლად